ზემო ავჭალის დასახლებაში, ჭრებალოს ქუჩის მცხოვრებლები თბილისის მერს დახმარებას სთხოვენ

5 ვნისიდან დღემდე ზემო ავჭალის დასახლებაში, ჭრებალოს ქუჩას წყალი არ მიეწოდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მათ პასუხს არ სცემენ და ეუბნებიან, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურს უკვე გადაეცა.

„მუნიციპალიტეტს გუშინ მივმართე, არ იცოდნენ ეს ამბავი. მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა დათო მუშკუდიანმა გვიპასუხა, რომ ეს საქმე მათ არ ეხება. დღეს „წყალკანალის“ თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, ურდულებია დაზიანებული, გადავცემთ და დღეს ნახევარ საათში გაკეთდებაო. ოჯახებში ბავშვები ყავთ. ესეც რომ არა, ზაფხულია და წყლის გადავლება უნდა ადამიანს. მოკლედ, გთხოვთ, ეს ინფორმაცია, იქნებ მერის კახა კალაძის ყურამდე მივიდეს. ბოლოსდაბოლოს, მისი საპატრონო ქალაქის ერთი ქუჩა უწყლოდაა დარჩენილი. კორონა მოგვკლავს თუ წყურვილი, რა მნიშვნელობა აქვს?!“ , - განაცხადა ჭრებალოს ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება