გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველი ექსპერტები ისრაელის დასავლეთ სანაპიროს ანექსიის გეგმას აკრიტიკებენ

გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველი 50 ექსპერტი ისრაელის დასავლეთ სანაპიროს ანექსიის გეგმას აკრიტიკებს, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების მშენებლობას გულისხმობს.

„ისრაელის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიის ანექსია გაეროსა და ჟენევის კონვენციების უხეში დარღევაა და ის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს. ისრაელის ქმედებები ძალიან ჰგავს აპარტეიდს 21-ე საუკუნეში,“ - ნათქვამია გაეროს ექსპერტების განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე ისრაელის სუვერენიტეტი ვრცელდება და უახლოეს მომავალში იქ ებრაული დასახლებები აშენდება. აღსანიშნავია, რომ ისრაელის გეგმას მხარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უჭერს. დღესდღეობით დასავლეთ სანაპიროს 140 დასახლებაში 600 000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს