დავით ჭიჭინაძე - ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, იჯდება ცხელ ტაფაზე

ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, იჯდება ცხელ ტაფაზე, რადგან თუ ორ-სამ თვეში სიტუაციის გამოსწორებას არ დაიწყებს, ხალხი აღარ მოითმენს და მათი მანქანებიდან გადმოყრა, სახლებიდან გამოყრა დაიწყება, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძე განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მოთავე იქნება ნებისმიერი ის ძალა, რომელიც შეხედავს, რომ ადამიანებმა მიიტაცეს ხელისუფლება და სახელმწიფოს და ხალხის ხარჯზე ისევ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას ცდილობენ.

ის მიიჩნევს, რომ ვეღარც ივანიშვილის ფაქტორი იარსებებს დიდხანს და ვერც სააკაშვილის, „მათ მიერ შექმნილ ორ პოლუსთან მიკარება კი, ზოგადად სახიფათო გახდა, ისევე როგორც კეთროვანთან“.

„ამ ორი ძალის დაპირისპირება იმდენად ვიწრო გახდა უკვე და იმდენად უინტერესო, მათ ერთმანეთთან ურთიერთობაში არ ექნებათ უპირატესობა. არჩევნების შემდეგ კი, საზოგადოებაში დაძაბულობა არ განიმუხტება, რადგან ადამიანების დიდი ნაწილი არც „ნაცების“ გამარჯვებას აღიარებს, არც „ოცნების“. ისევე როგორც თავად არ აღიარებენ ერთმანეთის გამარჯვებას. მოკლედ, რეალურად არჩევნების შემდეგ, ეკონომიკური სიდუხჭირის, შიმშილის უმძიმეს პროცესებში შევდივართ, მთავრობას კი, ქვეყნის გამოყვანის ეკონომიკური პროგრამაც კი არ გააჩნია. შოუ: „9 წელი“, „8 წელი“ კი კიდევ 4 წელი უბრალოდ ვეღარ გაგრძელდება, ხალხი აღარ მოითმენს ", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს