"ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ ახალი მოდელი Palisade წარადგინა

„ჰიუნდაის“ ახალი დიდი ზომის SUV Palisade უკვე საქართველოშია და მისი შეძენა ქართველ მომხმარებლებს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმში 5 წლიანი გარანტიით შეუძლიათ.

როგორც „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ავტომობილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, სრულყოფილი უსაფრთხოების სისტემებითაა აღჭურვილი და პრაქტიკულობითა და კომფორტული სვლით გამოირჩევა.

SUV Palisade-ის განსაკუთრებული მახასიათებლებია:

- საბარგულის ავტომატური გაღების მექანიზმი, რომელიც რეგულირდება სასურველი სიჩქარით;

- ექვსი საჰაერო ბალიში-უსაფრთხოებისთვის;

- უსაფრთხოდ გადასვლის სისტემა (პირველად აღნიშნულ კლასში) - თუ ავტომობილის სიახლოვეს შეინიშნება მოძრაობა/საფრთხე ავტომატურად იკეტება კარი;

-360 გრადუსიანი ხედვის სისტემა SVM, რაც ეხმარება მძღოლს პარკინგის დროს თითოეული დეტალი გაითვალისწინოს;

- ძილის რეჟიმი - თუ ავტომობილში უკან მსხდომ მგზავრებს სძინავთ, ხმოვანი სისტემა ავტომატურად თიშავს მათთან არსებულ დინამიკებს.

ახალი Hyundai Palisade 8-ადგილიანია, სავარძლების სამი რიგი და ძალიან დიდი საბარგული აქვს, რომლის მოცულობა შეიძლება კიდევ ორჯერ გაიზარდოს - ჯერ მესამე რიგის სავარძლების ჩაკეცვით, შემდეგ კი მეორე რიგის სავარძლების საზურგეების გადაწევით. ავტომობილი, ასევე უახლესი გასართობ-საინფორმაციო მულტიმედიური სისტემით გამოირჩევა, რომელსაც ბლუთუზით ერთდროულად ორი სმარტფონი შეიძლება დაუკავშირდეს. აღსანიშნავია, რომ ინტერიერში ბოთლისა და ჭიქის ჯამში 16 ჩასადები და 7 USB პორტია.

„ჰუინდაი ავტო საქართველოში ახალი Palisade ბენზინის 3,8-ლიტრიანი V6 ძრავითაა ხელმისაწვდომი. აგრეგატის სიმძლავრე 295 ცხენის ძალაა (6000 ბრუნზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 5000 ბრუნზე 355 ნიუტონმეტრია. ავტომობილი სრულამძრავიანია და აქვს სრული ამძრაობის HTRAC-სისტემა, რომელიც ოფროუდ-გამავლობის 3 რეჟიმს მოიცავს. Palisade-ს აქვს ასევე სვლის 4 რეჟიმი: ეკო, სმარტი, კომფორტი და სპორტი.

უსაფრთხოების ისეთი სტანდარტული სისტემების გარდა, როგორებიცაა ABS და ESP, ავტომობილს აქვს სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი, დაღმართზე მუხრუჭის კონტროლი, მუხრუჭის დამხმარე სისტემა, აღმართზე ასვლის ასისტენტი, მანქანის სტაბილურობის სისტემა და ა.შ.

ჰიუნდაი ფელისეიდის შეძენა „ჰიუნდაი ავტო საქართველო“-ში შეგიძლიათ, რომელიც 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითა და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტითაა აღჭურვილი, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრზე მდებარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

https://hyundai.ge/ka/model/show/49

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა