გურჯაანში ატმის მოსავლის აღება მიმდინარეობს

გურჯაანში ატმის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა სოფელ ჩუმლაყში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მოწყობილი ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი დაათვალიერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხილის სადისტრიბუციო ბაზარში სპეციალური წესები მოქმედებს.

„ბაზრის ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა სატრანსპორტო საშუალებას უტარდება დეზინფექცია, მძღოლები და ფერმერები კი, თერმოსკრინინგს გადიან. სოლომონ პავლიაშვილი და არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ჩუმლაყში ხუთ სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, მათ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს და მოსავლის დაბინავების მზადყოფნის შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ხილის წარმოებაში ჩაერთვება 20 სამაცივრე მეურნეობა, რომელთა ნაწილმა ახალი ე.წ. „შოკური გაყინვის“ მეთოდი დანერგა. რაც ხილის 5-6 თვით შენახვის საშუალებას იძლევა. წელს კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის ოდენობა 35 ათასი ტონაა. მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო შტაბი გურჯაანში ფუნქციონირებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა