ზურაბ ჯაფარიძე - გიორგი რურუას არარეგისტრირებული იარაღი არაფერში სჭირდებოდა, ვერავინ დამაჯერებს, რომ ქამარში იარაღგარჭობილი ადამიანი შეშის ზიდვას დაიწყებს

პროკურატურას ჰქონდა სრულიად იდიოტური კითხვები, აინტერესებდათ ვიცი თუ არა რა პირად ნივთებს ფლობს გიორგი რურუა, ან მანქანაში რა ნივთებს ინახავდა, ბუნებრივია ყველა კითხვაზე ვუთხარი, რომ წარმოდგენა არ მაქვს, - ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს, ამის არაერთი მინიშნება არის თვითონ საქმეში, საიდანაც ჩანს, რომ ყველაფერი არის შეკერილი“.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რურუას არარეგისტრირებული იარაღით სამართალდამცავებით გარშემორტყმულ ადგილზე სიარული არაფერში სჭირდებოდა.

„დაცვის მხარეს აინტერესებდა ვიყავი თუ არა იმ ღამეს, როდესაც გიორგი რურუა დააკავეს და ვნახე თუ არა ის. მე ვნახე, რომ გიორგი რურუა იმ ღამით შეშით ამარაგებდა აქტივისტებს, მას არანაირი იარაღი არ ჰქონია. პროკურატურას ჰქონდა სრულიად იდიოტური კითხვები, აინტერესებდათ ვიცი თუ არა რა პირად ნივთებს ფლობს გიორგი რურუა, ან მანქანაში რა ნივთებს ინახავდა. ბუნებრივია ყველა კითხვაზე ვუთხარი, რომ წარმოდგენა არ მაქვს. გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს, ამის არაერთი მინიშნება არის თვითონ საქმეში, საიდანაც ჩანს, რომ ყველაფერი არის შეკერილი. გიორგი რურუას არარეგისტრირებულ იარაღი არაფერში არ სჭირდებოდა. ვერავინ დამაჯერებს, რომ ქამარში იარაღგარჭობილი ადამიანი შეშის ზიდვას დაიწყებს.

მაინც იმედი მაქვს, რომ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიაციით დაიდო და ამ ადამიანს გამოუშვებენ მანამ, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეყრება კენჭი,” - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე დღეს, ოპოზიციური პარტიის წევრები იკითხებიან. როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა, სასამართლოში ჩვენებას გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და გოკა გაბაშვილი მისცემენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ