ინდოეთის პრემიერი - ინდოელი ჯარისკაცების სიკვდილი ამაოდ არ ჩაივლის

ინდოელი ჯარისკაცების სიკვდილი ამაოდ არ ჩაივლის, - ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რითაც ის ლადახშის პროვინციაში ჩინელ და ინდოელ ჯარიკაცებს შორის მომხდარ შეტაკებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ინდოეთი იამაყებს იმით, რომ მისი ჯარისკაცები ჩინელებთან ბრძოლაში დაიხოცნენ.

„ინდოეთს მშვიდობა სურს, მაგრამ როცა მის პროვოცირებას ახდენენ, ნებისმიერ სიტუაციაში შესაბამისი პასუხის გაცემის უნარი შესწევს. ინდოეთი იამაყებს იმით, რომ მისი ჯარისკაცები ჩინელებთან ბრძოლაში დაიხოცნენ,“- განაცხადა ნარენდრა მოდიმ.

მისივე თქმით, ინდოეთისთვის მთავარია ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი.

„მათი სიკვდილი ამაოდ არ ჩაივლის. ჩვენთვის მთავარია ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი,“- განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ქაშმირის რეგიონში, ლადახშის პროვინციაში ჩინელ და ინდოელ ჯარიკაცებს შორის შეტაკების შედეგად 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა. ზოგიერთი ინდური მედიასაშუალების ინფორმაციით, დაღუპული და დაჭრილი ჩინელი სამხედროების რიცხვი 35-ია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები