სერგო რატიანი - ტუსკის შეშფოთება იმას ნიშნავს, რომ თუ რურუა არ გათავისუფლდება და ამას დაემატება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლა, ხელისუფლება საკმაოდ მძიმე ფასს გადაიხდის

„დონალდ ტუსკის შეშფოთება ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო არ გათავისუფლდება პოლიტიკური პატიმრებისგან, თუ არ გათავისუფლდება გიორგი რურუა და ამას დაემატება კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლა, ხელისუფლება გადაიხდის საკმაოდ მძიმე ფასს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რითაც დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა.

რატიანის თქმით, ქვეყნის ყველა პარტნიორი საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არღვევს.

„იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის ამჯერად მაინც არ დაგვჭირდება ახსნა იმისა, თუ ვინ არის დონალდ ტუსკი და იმედი მაქვს, არ იტყვიან, რომ ეს არის ვინმე უმნიშვნელო პოლიტიკოსი. ყველა ჩვენი პარტნიორი და ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებამ დაარღვია და არღვევს 8 მარტის ხელშეკრულებას. ამაზე პაუსხისმგებლები არიან ისინი და იმედია, ამას არ დაემატება ის, რომ ფაქტობრივად, 8 ნოემბრის სცენარით წავლენ და ჩაშლიან საკონსტიტუციო ცვლილებებს. დონალდ ტუსკის გაფრთხილება არის მნიშვნელოვანი. მისი შეშფოთება ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო არ გათავისუფლდება პოლიტიკური პატიმრებისგან, თუ არ გათავისუფლდება გიორგი რურუა და ამას დაემატება კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლა, ხელისუფლება გადაიხდის საკმაოდ მძიმე ფასს. იქნება ძალიან მძიმე ზეწოლა როგორც ქვყენის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ეს აუცილებლად გამოიწვევს მარცხს. ისინი მაინც განწირულები არიან მარცხისთვის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს აქვს ორი არჩევანი - ან ის წააგებს, ან წააგებს და ამას დაემატება სანქციები”, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისათვის, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: "შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება. მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს