"სილქნეტის" აბონენტები REDMED-ის დისტანციურ სამედიცინო კონსულტაციებზე 25 %-იან ფასდაკლებას მიიღებენ

"სილქნეტი" მობილური ქსელის აბონენტებს სთავაზობს 25%-იან ფასდაკლებას სამედიცინო ციფრულ პლატფორმა REDMED-ით მიღებულ მომსახურებაზე, რომელიც მოიცავს დისტანციურ, აუდიო და ვიდეო კონსულტაციებს აპლიკაციის ან ვებ-გვერდის მეშვეობით. აღნიშნული ფასდაკლება "სილქნეტის" აბონენტებისთვის REDMED-თან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.

REDMED-ი პირველი ქართული სამედიცინო სერვისების ციფრული პლატფორმაა, რომელიც გიმარტივებთ სამედიცინო სერვისების მიღების პროცესს. აპლიკაციის და ვებ-გვერდის დახმარებით. თქვენ შეძლებთ მოძებნოთ, შეარჩიოთ, დაუკავშირდეთ სასურველ ექიმს და მიიღოთ დისტანციური კონსულტაცია აუდიო/ვიდეო ზარის სახით.

პროექტის ფარგლებში, "სილქნეტის" მობილური ქსელის მომხმარებლებს ფასდაკლების გააქტიურება შეუძლიათ კოდით *025#. 17 ივლისის ჩათვლით ფასდაკლების გააქტიურება უფასოა "სილქნეტის" მობილური ქსელის იმ აბონენტებისთვის, რომლებიც აქტივაციის მომენტში 10, 25 ან 35 ლარიანი პაკეტი „მეტით“ ან კონვერგენტული შეთავაზებით სარგებლობენ.*

"სილქნეტის" აბონენტები და მათი ოჯახის წევრები შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებენ სამედიცინო დისტანციურ მომსახურებაზე 25% ფასდაკლებას, 20-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების ექიმის აუდიო და ვიდეო კონსულტაციაზე.

*ყველა სხვა აბონენტისთვის ფასდაკლების 30 დღით გააქტიურების ფასი 5 ლარია.

(R)

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე