"ტერაბანკი" და ათასწლეულის ფონდი სტუდენტური სესხების უპრეცედენტო პროგრამას იწყებენ

"ტერაბანკი" და ათასწლეულის ფონდი უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის ერთობლივი უპრეცედენტო პროგრამის განხორციელებას იწყებენ. პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში პირველად დაინერგება სტუდენტური დაფინანსების გრძელვადიანი სისტემა და შემუშავდება ახალი, უნიკალური პროდუქტი, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს.

"ტერაბანკისა" და ათასწლეულის ფონდის თანამშრომლობის შედეგად იქმნება დაბალპროცენტიანი სტუდენტური სესხი და კონკრეტული კრიტერიუმებით შერჩეული უნივერსიტეტების სტუდენტებს გრძელვადიანი სესხითა და სწავლის განმავლობაში სრული საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეეძლებათ. შესაბამისად, პროგრამა ხელს შეუწყობს და გაზრდის ქვეყანაში განათლების ხელმისაწვდომობას.

„"ტერაბანკი" იქნება პირველი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში ამ უპრეცედენტო წამოწყებას განახორციელებს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია. ცხადია, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, როგორიც ათასწლეულის ფონდია, ტერაბანკისთვის ღირებულ და საპასუხისმგებლო პარტნიორობას წარმოადგენს. ამავდროულად, იგი შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში და ხელი შევუწყოთ სტუდენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას“, - აცხადებს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.

აღნიშნული უნიკალური პარტნიორობა შესაძლებელი გახდა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

„მოხარული ვართ, რომ მრავალეტაპიანი ტენდერის შედეგად, გამოვლინდა გამარჯვებული პარტნიორი ბანკი საქართველოში, რომელთან ერთადაც ჩვენ ვქმნით დროულ და საჭირო, დაბალპროცენტიანი სტუდენტური სესხების პროგრამას. აღნიშნული საბანკო პროდუქტის შექმნა პასუხობს ფონდისა და აშშ-ის ათასწლეულის კორპორაციის მიზნებს, რომელიც გულისხმობს განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდასა და კორპორაციის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებო პროექტების მდგრადობას საქართველოში“ ,- აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამები. მემორანდუმით გათვალისწინებული პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ კონკრეტულ პროდუქტსა და სხვა სიახლეებს ტერაბანკი ივლისის თვიდან წარადგენს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა