„ვითიბი ბანკში“ სესხის აღება ბანკში მიუსვლელად, ვიდეო ბანკით გახდა შესაძლებელი

„ვითიბის“ ვიდეო ბანკით სესხის აღება შესაძლებელი გახდა,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს.

კერძოდ, ამ ეტაპზე ბანკში ვიზიტის გარეშე კლიენტს შეუძლია აიღოს სამომხმარებლოს სესხი, საკრედიტო ბარათი და ოვედრაფტი. სრული პროცესი, განაცხადის შევსებიდან სესხის აღებამდე, დისტანციურად ხორციელდება. საკრედიტო ბარათს ბანკი კლიენტს სასურველ მისამართზე მიაწვდის. ვიდეო ბანკით სარგებლობა შესაძლებელია მობილური აპლიკაციის გამოყენებით ან ვიდეოზარით საიტიდან https://videobank.ge.

აპლიკაცია VTB Video Bank ხელმისაწვდომია როგორც iPhone-ის ისე Android-ის სისტემის ტელეფონებისთვის.

„პანდემიის პერიოდში დისტანციურმა ბანკინგმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, მომხარებლისთვის საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა. ამის გათვალისწინებით ვითიბი კლიენტებს დისტანციურად, ვიდეო ბანკით სესხის აღებას სთავაზობს. ჩვენ მათ მარტივ და სწრაფ გზას ვთავაზობთ, ბანკში ვიზიტის გარეშე შეავსონ განაცხადი და აიღონ სესხი,“ - განაცხდა „ვითიბი ბანკის“ ციფრულ არხებში გაყიდვების სამმართველოს უფროსმა, ალექსანდრე გოგიბერიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია