ზურაბ ბატიაშვილი - ჩინეთ-აშშ-ს დაპირისპირება ყველა მიზეზგარეშე გაგრძელდება და შესაძლოა, უფრო მძაფრი შეფერილობაც მიიღოს

პანდემიის ფონზე მსოფლიოს არაერთ კონფლიქტურ ზონებში გამწვავებული ვითარებების მიზეზებზე ინტერპრესნიუსი” რონდელის ფონდის მკვლევარს, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონი ზურაბ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკის რეცესია გამოიწვია, ვხედავთ, როგორ მწვავდება ვითარება მსოფლიოს ტრადიციულად კონფლიქტურ ზონებში თუ შეიძლება ასე ითქვას ნახევრადპანდემიაგადატანილ მსოფლიოში.

გააქტიურებული კონფლიქტების ზონების ჩამონათვალიც კი საკმაოდ დიდია. მოდით, დავიწყოთ ჩვენი საუბარი პანდემიამდე უკიდურესად ცხელი წერტილებით. თქვენი დაკვირვებით რა ხდება და დღეისათვის რა ვითარებაა სირიასა და ლიბიაში?

- კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე საკმაოდ დრამატულად ვითარდებოდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში. 2019 წლის შემოდგომაზე ამერიკელი სამხედროები გავიდნენ სირიიდან და მათი ადგილი თურქეთმა დაიკავა. 2020 წლის იანვარში კი გენერალ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ კინაღამ აშშ-ირანის სამხედრო კონფლიქტი მივიღეთ რეგიონში.

2020 წლის თებერვალ-მარტში ჩრდილოეთ სირიაში რუსეთ-თურქეთის სამხედრო დაძაბულობა მივიღეთ. ბოლოს მხარეებმა მოახერხეს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა და თურქეთმა დროებით ზავს მიაღწიეს.

2020 წლის თებერვალ-მარტში ჩრდილოეთ სირიაში რუსეთ-თურქეთის სამხედრო დაძაბულობა მივიღეთ. ბოლოს მხარეებმა მოახერხეს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა და თურქეთმა დროებით ზავს მიაღწიეს

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველაფერი მოგვარებულია. მხარეებს ჯერაც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული პოზიციები უკავიათ. ერთეული ინციდენტები და შეტაკებები, მათ შორის რუსული ავიაციის მიერ სირიული ქალაქების დაბომბვები თითქმის ყოველდღე გრძელდება.

იქ მებრძოლი რადიკალური ჯიჰადისტური ჯგუფების შიგნითაც ყველასთვის მისაღები არაა სამშვიდობო შეთანხმების პირობები. შესაბამისად, ყოველთვის არსებობს სიტუაციის ხელახლა აალების საფრთხე.

რაც შეეხება ლიბიას, იქ სირიისგან განსხვავებით, პანდემიის პერიოდში საბრძოლო მოქმედებები არც კი შეჩერებულა, პირიქით - უფრო ინტენსიური გახდა და შეიძლება ითქვას, რომ ომი ლიბიაში სირიის კონფლიქტის გაგრძელებად იქცა.

ლიბიაში სირიისგან განსხვავებით, პანდემიის პერიოდში საბრძოლო მოქმედებები არც კი შეჩერებულა, პირიქით - უფრო ინტენსიური გახდა და შეიძლება ითქვას, რომ ომი ლიბიაში სირიის კონფლიქტის გაგრძელებად იქცა

- საკმაოდ დრამატულად ვითარდება პროცესები ლიბიაშიც, სადაც ძირითადი აქტორები ისევ თურქეთი და რუსეთია...

- თუ აქამდე რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში, უფრო კონკრეტულად კი სირიაში, მოსკოვის აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა, სამხედრო სიტუაცია ანკარის სასარგებლოდ შეიცვალა ლიბიაში, სადაც 2020 წლის გაზაფხულიდან დაძაბულობის ეპიცენტრმა გადაინაცვლა.

ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ადგილზე მებრძოლ მხარეთა დახმარების მიზნით ჩაერთო არაერთი უცხო ქვეყანა, რომლებიც დიდი ხანია ერთმანეთს უპირისპირდება ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში. ამან კი საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია და კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია გამოიწვია. ლიბიის კონფლიქტი ნელ-ნელა სირიის სამოქალაქო ომს დაემსგავსა, სადაც უცხო ქვეყნები ე.წ. Proxy-ების ადგილზე საკუთარი მომხრეები, საშუალებით იბრძვიან. პრაქტიკულად მოხდა კონფლიქტის „სირიიზაცია“

ლიბიის კონფლიქტი ნელ-ნელა სირიის სამოქალაქო ომს დაემსგავსა, სადაც უცხო ქვეყნები ე.წ. Proxy-ების ადგილზე საკუთარი მომხრეები, საშუალებით იბრძვიან. პრაქტიკულად მოხდა კონფლიქტის „სირიიზაცია“

ლიბია ბევრი მხრივ მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რის გამოც მის მიმართ ინტერესი არასოდეს კლებულობს. უპირველეს ყოვლისა, ლიბია მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. იგი ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსების თვალსაზრისით აფრიკის უმდიდრესი ქვეყანაა. 2010 წელს დღეში 1,6 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდნენ. ამასთან, იგი სპარსეთის ყურისგან განსხვავებით, გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობს ევროპასთან.

შესაბამისად, აქედან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება უფრო იაფი და უსაფრთხოა. ამგვარად, ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველი სწორედ ეს რესურსებია.

ამასთან, ლიბია გეოგრაფიულად არის გასასვლელი აფრიკის სხვა ქვეყნებზე, სადაც მხარეებს ასევე სურთ საკუთარი გავლენის გავრცელება.

რამდენადაც არასტაბილური ლიბია შესაძლოა გახდეს ევროპის მიმართულებით ლტოლვილთა ახალი მასების დაძვრის ადგილი, ევროპის ქვეყნების ინტერესშია, რომ აქ მშვიდობამ დაისადგუროს. სამაგიეროდ, ასეთი ვითარება აწყობს რუსეთს, რომელიც საერთაშორისო არენაზე ცნობილია თავისი შანტაჟის პოლიტიკით და რომელსაც სირიის შემდეგ საკუთარი გავლენის ქვეშ ლიბიის მოქცევაც სურს.

თურქეთის ინტერესებში ბუნებრივი რესურსების, ლიბიის, ასევე ხმელთაშუაზღვის ნავთობი და ბუნებრივი აირის გარდა არის ოსმალური მემკვიდრეობა. ლიბია 1551-1911 წლებში ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.

თურქეთის ინტერესებში ბუნებრივი რესურსების, ლიბიის, ასევე ხმელთაშუაზღვის ნავთობი და ბუნებრივი აირის გარდა არის ოსმალური მემკვიდრეობა. ლიბია 1551-1911 წლებში ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა

2020 წლის 14 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ღიად განაცხადა, რომ ლიბია ოსმალური მემკვიდრობაა, სადაც დაახლოებით 1 მილიონი თურქული წარმოშობის მოქალაქე ცხოვრობს და რომ ანკარა ჰაფთერს არ მისცემს მათი განადგურების საშუალებას.

ლიბიაში პრორუსი გენერალი ჰაფთარი აიღებდა კიდეც ტრიპოლს, ბრძოლები უკვე ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობდა, რომ არა 2019 წლის დეკემბრიდან თურქეთის მეტად ენერგიული და სწრაფი ჩარევა სიტუაციაში, რომელმაც შეძლო არამხოლოდ ტრიპოლის პროთურქული მთავრობის გადარჩენა, არამედ ბევრ ადგილას კონტრშეტევაზეც გადავიდა და დამატებითი ტერიტორიები დაიკავა.

- დაძაბული ვითარებაა ჩინეთ-ინდოეთ საზღვარზე. ქაშმირის რეგიონში შეტაკების შედეგად დაღუპული ინდოელი ჯარისკაცების რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

ქაშმირის რეგიონი როგორც ინდოეთსა და პაკისტანს, ასევე ინდოეთსა და ჩინეთს შორის დავის საგანს ათეულობით წელია წარმოადგენს. ქვეყნები ერთმანეთს ქაშმირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 38 000 კვ.კმ. ტერიტორიას ედავებიან. 1962 წელს ქაშმირის კუთვნილებასთან დაკავშირებით ინდოეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო დაპირისპირება მოხდა.

თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ქაშმირის რეგიონში ვითარების გამწვავება და რამდენად დიდია პეკინსა და დელის შორის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაღვივება?

- ქაშმირში იკვეთება სამი ძლიერი ქვეყნის - ჩინეთის, ინდოეთისა და პაკისტანის ინტერესები. მაგრამ ამ მაღალმთიან რეგიონში სასაზღვრო საკითხების დიდი ნაწილი კვლავ სადავოა. მხარეებისთვის ამ ტერიტორიებს სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.

თან, გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ ამ სამივე ქვეყანას საკუთარ შეიარაღებაში ატომური იარაღი გააჩნიათ. ეს მოცემულობა, ერთის მხრივ შემაკავებელი ფაქტორია, მაგრამ მეორეს მხრივ ძალზედ სერიოზულს ხდის ნებისმიერი სახის სამხედრო კონფრონტაციას.

ქაშმირში ბოლო გამწვავება დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ ინდოეთმა ამ მთაგორიან რეგიონში გზის გაყვანა დაიწყო, რათა უკეთესი წვდომა ჰქონოდა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან რეგიონთან. აქ საზღვრის დიდი ნაწილი არ არის დემარკირებული, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის თუ სად იწყება და სად მთავრდება ამ ქვეყნების იურისდიქცია.

ქაშმირში ბოლო გამწვავება დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ ინდოეთმა ამ მთაგორიან რეგიონში გზის გაყვანა დაიწყო, რათა უკეთესი წვდომა ჰქონოდა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან რეგიონთან. აქ საზღვრის დიდი ნაწილი არ არის დემარკირებული, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის თუ სად იწყება და სად მთავრდება ამ ქვეყნების იურისდიქცია

მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ არსებული შეთანხმების დარღვევაში და სიტუაციის ესკალაციაში. მაგრამ იდეაში, დიდი კონფლიქტი არცერთ მხარეს არ აწყობს. თუმცა, დაძაბულობის მატების საფრთხე არსებობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მსხვერპლის შესახებ.

ინდურ მხარეს დაეღუპა 20 სამხედრო მოსამსახურე, ჩინური მხრიდან მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, ინდური მხარე ირწმუნება, რომ მსხვერპლი ჩინურ მხარესაც ჰქონდა.

- პანდემიამდე ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები ერთმანეთს არაერთხელ შეხვდნენ. იყო მოლოდინი, რომ ფხენიანსა და სეულს შორის ურთიერთობების დინამიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა.

ახლა ვხედავთ, რომ ჩრდლოეთ კორეამ საბრძოლო მდგომარეობაში ჰყავს მოყვანილი თავისი შეიარაღებული ძალები. სეული და მისი მოკავშირეები იძულებულიც კი არიან საფრთხეების შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. რამდენად დიდია იმის საფრთხე, რომ ორი კორეის საზღვარზე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდეს?

- 2019 წელს ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს და გაჩნდა იმედი, რომ ეს უკანასკნელი საბოლოოდ უარს იტყოდა ატომურ იარაღზე და მოხდებოდა სიტუაციის ნორმალიზაცია. თუმცა, ეს მოლოდინები გადაჭარბებული აღმოჩნდა. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, ტექნიკური თვალსაზრისით, ერთმანეთთან კვლავ ომის მდგომარეობაში არიან.

ჩრდილოეთ კორეა კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ჩაკეტილ და აგრესიულ ქვეყნად მსოფლიოში. რეალურად, არავინ იცის რა ხდება ამ ქვეყანაში იგივე კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით. საუბრობენ, რომ იქ ამ მიმართულებით, მძიმე მდგომარეობაა. თუმცა, ეს არაოფიციალური ინფორმაციაა.

ჩრდილოეთ კორეა კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ჩაკეტილ და აგრესიულ ქვეყნად მსოფლიოში. რეალურად, არავინ იცის რა ხდება ამ ქვეყანაში იგივე კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით. საუბრობენ, რომ იქ ამ მიმართულებით, მძიმე მდგომარეობაა. თუმცა, ეს არაოფიციალური ინფორმაციაა

ასევე საუბარია ჩრდილოეთ კორეაში ძალაუფლების გადანაწილების პროცესზე, რაც როგორც ყველა ტოტალიტალური ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი, არ არის გამჭირვალე. შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ამ შიდა ამბებს უკავშირდებოდეს სამხრეთ კორეასთან გამყოფ ხაზზე არსებული სამოკავშირეო ოფისის აფეთქება.

მართალია, სამხრეთ კორეა ცდილობს არ უპასუხოს ამ აფეთქებას, რომელიც ცალსახად პროვოკაციული ხასიათისაა, მაგრამ ამ აქტს შესაძლოა გაგრძელება ან გაგრძელებები მოყვეს ისევ ფხენიანის მხრიდან.

მაგალითად, ჩრდილოეთ კორეას შეუძლია საარტილერიო შეტევა მიიტანოს სამხრეთ კორეის გარკვეულ ობიექტებზე. მითუმეტეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ დამატებითი სამხედრო შენაერთები გაგზავნეს გამყოფი ხაზის მიმართულებით, რაც არაერთხელ გაუკეთებია წინა წლებში.

- არანაკლებ საინტერესოა თუ როგორ ვითარდება ურთიერთობები ევროპასა და აშშ-ს შორის. ახლა ყველაზე აქტუალურად ჩანს აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობები. მხედველობაში მაქვს ის, რომ გერმანიაში აშშ-ს ძალების ნაწილი პოლონეთში გადავიდა. დღეისათვის საგრძნობლად შემცირებულია აშშ-ს კონტიგენტის რაოდენობა.

გასაგებია, რომ როგორც მთელ მსოფლიოში, ისე ევროპაშიც რთული პროცესებია. მაგრამ, იმ ტენდენციების გათვალისწინებით რაც ხდება, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება დასრულდეს, თუ დასრულდეს არა, საბოლოოდ რა ფორმა შეიძლება მიიღოს?

- კორონავირუსის პანდემიის ფონზე მძიმე მდგომარეობაა მთელ მსოფილოში და მათ შორის დასავლეთშიც. თუმცა, ყველაზე ადვილად მაინც დასავლეთი გადაიტანს ამ პრობლემას.

ზოგადად, ქვეყნები გვანან ადამიანებს. ისინი ადამიანებივით იბადებიან, იზრდებიან, იბრძვიან გადარჩენისა და უკეთესი მომავლისთის. ქვეყნებიც, ისევე როგორც ადამიანებიც, რომლებიც ორიენტირებული არიან პროგრესზე, შრომაზე, ინტელექტუალურ თუ ფინანსური შესაძლებლობების დაგროვებაზე, უკეთ გადაიტანენ მძიმე პერიოდს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე მძიმე მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში და მათ შორის დასავლეთშიც. თუმცა, ყველაზე ადვილად მაინც დასავლეთი გადაიტანს ამ პრობლემას

პრობლემები დასავლეთშიც არის. თუმცა, ყველაფერი შედარებითია და ანტიდასავლურ ქვეყნებში ეს პრობლემები გაცილებით ფუნდამეტური და რთულია. ამიტომ სერიოზული რყევები იქნება სწორედ ანტიდასავლურ ბლოკში, როდესაც ფინანსური საშუალებებიც გამოელევათ და რომლებსაც არც გამართული პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური წყობა გააჩნიათ, რათა მდგრადი განვითარების გზას დაადგნენ.

გერმანიიდან აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანაც არ უნდა განვიხილოთ დიდ ტრაგედიად. ჯერ ერთი, სრულად არ გადიან და მეორეც, ორივე ქვეყანა ნატოს წევრია და ძალიან მალე შეუძლიათ უკან დააბრუნონ ეს კონტინგენტი თუ ამის საჭიროება დადგება.

მე პირადად, ნატოსთვის უფრო მნიშვნელოვანი მგონია აღმოსავლეთი მიმართულება - ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, შავი ზღვა, სადაც არსებობს რეალური რუსული საფრთხე.

ნატოსთვის უფრო მნიშვნელოვანი მგონია აღმოსავლეთი მიმართულება - ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, შავი ზღვა, სადაც არსებობს რეალური რუსული საფრთხე

- აშკარად ცაკლე საუბრის თემაა აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობები. ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ორ ზესახელმწიფოებს შორის ურთიერთობები სულ მეტად გართულდება. გასაგებია ისიც, რომ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ განვითარდება პროცესები თავად ამერიკაში, მაგრამ როგორადაც არ უნდა დასრულდეს ისინი, ფაქტია, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების პრობლემა გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისთ დღეისათის საკმაოდ პრობლემატურადაც კი გამოიყურება...

- შეერთებულ შტატებში კარგად იციან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მათი მთავარი კონკურენტი ეკონომიკური და შემდეგ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით არის არა მოძველებული მოდელის მქონე რუსეთის ფედერაცია, რომელიც დაღმავალი ძალაა, არამედ ჩინეთი, რომელიც ახლა დგება ფეხზე და რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამასთან, ჩინეთმა დაიკავა აშშ-ს ბაზრის საკმოად დიდი ნაწილი. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც მათ შორის სავაჭრო სფეროში ქიშპობა დაიწყო.

არავინ იცის, ზუსტად როგორი სახის კონფიგურაცია იქნება პოსტ-კოვიდ პერიოდში, მაგრამ ჩინეთ-აშშ-ს დაპირისპირება ყველა მიზეზგარეშე გაგრძელდება და შესაძლოა უფრო მძაფრი შეფერილობაც მიიღოს.

აშშ-ში კარგად იციან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მათი მთავარი კონკურენტი ეკონომიკური და შემდეგ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით არის არა მოძველებული მოდელის მქონე რუსეთის ფედერაცია, რომელიც დაღმავალი ძალაა, არამედ ჩინეთი

ამ შემთხვევაში ბევრი საუბრობს ჩინეთიდან დასავლური ინვესტიციების გამოსვლაზე, რომლებმაც გეზი აღმოსავლეთ ევროპისკენ შეიძლება აიღონ. აქ კი სერიოზული კონკურენცია იქნება. საქართველოს ხელისუფლება საუბრობს, რომ მოიზიდავს ამ კომპანიებს.

თუმცა, თუ რეალისტები ვიქნებით, ეს არც თუ ისე ადვილი საქმეა რამდენიმე მიზეზის გამო. თუ დასავლურ ინვესტიციებს ასარჩევად ექნებათ საქმე თუ სად გააკეთონ ინვესტიცია, რატომ წავლენ ისინი უამრავი პრობლემით დახუნძლულ საქართველოში, სადაც არც დამოუკიდებელი სასამართლოა და არც პოლიტიკური წყობაა მაინცდამაინც გამართული და არა მაგალითად ევროკავშირის წევრ ბულგარეთსა და რუმინეთში, სადაც კანონის უზენაესობის გარანტი მათი ევროკავშირში წევრობაა?

ამიტომ სანამ ამ ინვესტიციების მოზიდვაზე დავიწყებდეთ მსჯელობას, ალბათ ჯობია ჯერ რეალური ნაბიჯები გადავდგათ პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით და შემდეგ დავიწყოთ მოლაპარაკებები. იმიტომ, რომ დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ძნელია ვინმე ცარიელ განცხადებებზე გენდოს და გაურკვევლობაში გამოგყვეს.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს