მსოფლიოს ყველაზე ტრენდული კორეული ბრენდი Missha ექსკლუზიურად PSP-ში

მსოფლიოს ყველაზე ტრენდული კორეული ბრენდი Missha-ს პროდუქცია PSP-ს ქსელშია და უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

Missha, A’pieu და Swiss pure – 3 წამყვანი ბრენდია კორეული კოსმეტიკური კომპანიის Able C&C, რომელიც 2000 წელს დაარსდა და უკვე 2006 წელს იაპონია დაიპყრო. Able C& C წარმატებით დამკვიდრდა გლობალური ბაზრის ლიდერად - ჩინეთში, იაპონიაში, ევროპაში, ამერიკასა და აზიაში. კომპანიას 53 ქვეყანაში 19 000 -ზე მეტი მაღაზია აქვს.

Missha-ს პროდუქცია შემქნილია მათთვის, ვინც ხაზს უსვამს თავის ინდივიდუალიზმს და ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს უპირატესობას! დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე და გამდიდრებულია სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარეების და ლოკოკინის ექსტრაქტით, ზღვის ღრმა წყლითა და ჰიალურონით. არ შეიცავს საღებავებს, პარაბენებსა და მინერალურ ზეთებს. მომხმარებელს სთავაზობს სახის 10 ეტაპიანი წმენდისთვის საჭირო პროდუქციის, დეკორატიული კოსმეტიკისა და ნიღბების მრავალფეროვან არჩევანს.

„PSP მომხამრებლებს მუდმივად სიახლეებსა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქციას სთავაზობს. კორეული პრემიუმ კლასის ბრენდი „მისშა“ არის ერთ-ერთი პირველი ბრენდი კორეაში, რომელიმაც ძალიან მაღალი ხარისხის BB კრემი აწარმოა, მაღალი ულტრაიისფერი დაცვითა და ყველაზე მაღალი, 42% SPF-ით; „მისშა“ ცნობილია როგორც სახის მოვლის სხვადასხვა ხაზის მაღალეფექტური პროდუქციით, ასევე მრავალფეროვანი შემადგენლობისა და ეფექტის მქონე ნიღბებით, თვალის პაჩებით; განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 3 ეტაპიან დამატენიანებელი ნიღაბი „ყველაფერი ერთში“ - ესენცია, ნიღაბი, კრემი.

მოვლის საშუალებებთან ერთად „მისშა“ აწარმოებს პროფესიონალურ დეკორატიულ კოსმეტიკას, რომელიც იდეალურია როგორც მაკიაჟის მოყვარულთათვის, ისე პროფესიონალი ვიზაჟისტებისთვის. შეთავაზების მრავალფეროვნება და კორეული პრემიუმ ხარისხი „მისშას“ ქართველი ქალბატონების საყვარელ ბრენდად მალე აქცევს“- აცხადებენ PSP-ში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა