პროკურორის განცხადებით, ვისი შეკვეთით და მონაწილეობით იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა, ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს

„მთავარი არხის“ ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმის პროკურორის მაია სილაგაძის განცხადებით, თუ ვისი შეკვეთით და მონაწილეობით იგეგმებოდა მკვლელობა, ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სილაგაძის განცხადებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ვასამბეგ ბოკოვს ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა-შენახვა და გამოყენებაში ედება.

როგორც სილაგაძე აღნიშნავს, გამოძიების ეტაპზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები ხორციელდებოდა.

„როგორც თქვენთვის არის ცნობილი, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეკვეთით. ამ გამოძიების ფარგლებში, დაკავებული იქნა ერთი პირი, რომელსაც ბრალად ედება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა-შენახვა და გამოყენება. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით, გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ დღევანდელ სასამართლოზე დასაკითხი პირები: ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია, რადგან მათ უარი განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოცხადებაზე, ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ორივე პირი სასამართლოს წინაშე დაიკითხება.

გამოძიება მიმდინარეობს შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე და ამ კუთხით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღეს მტკიცებულებებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, არაერთი მტკიცებულება იქნა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული, მათ შორის, ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები. ამ საქმეზე გარდა დღეს დასაკითხი პირებისა, დაიკითხა არაერთი მოწმე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა მოწმეების გამოკითხვაც. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ვერ გავაჟღერებთ დეტალურად იმ კითხვებს, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. ვინ მონაწილეობდა, ვინ იყო თანამზრახველი, ვისი შეკვეთით ხორციელდებოდა აღნიშნული ქმედება, ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება", - განაცხადა მაია სილაგაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა