ადვოკატი - გიორგი გაბუნიას სუს-მა სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის სპეციალური ღინისძიებების გამოყენება შესთავაზა, რაც გვაფიქრებინებს, რომ რეალურად, ნამდვილად მზადდებოდა მკვლელობა

„მთავარი არხის" ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ახლა მთავარი კითხვაა, ნამდვილად იგეგმებოდა თუ არა, შეკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

როგორც საძაგლიშვილი განმარტავს, საფრთხე ამოწურული არ არის.

„ცხადია, ეს ის კითხვებია, რომელზეც ჯერჯერობით პასუხები არ არსებობს, ან საჯაროდ არ არსებობს. თუ მხედველობაში მივიღებთ რამზან კადიროვის განცხადებებს, იმას თუ, რა მოქმედებებია წარსულში განხორციელებული, ვფიქრობ, საფრთხე რეალურია.

როგორც გიორგი გაბუნიას, ასევე ნიკა გვარამიას დაკითხვაზე კითხვები გიორგი გაბუნიასთან და მის სიცოცხლესთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. გიორგი გაბუნიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის სპეციალური ღინისძიებების გამოყენება შესთავაზა, რაც გვაფიქრებინებს, რომ რეალურად ნამდვილად მზადდებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა. სხვა მხრივ, დეტალები მათი მხრიდან არ გაჟღერებულა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ მიაწოდა ნიკა გვარამიამ საგამოძიებო ორგანოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ადვოკატი პასუხობს, რომ გვარამიასთვის ეს ინფორმაცია ბოლომდე სარწმუნო არ იყო.

„მას ბოლომდე ეს ინფორმაცია სარწმუნოდ არ მიაჩნდა, მაგრამ იმაში დარწმუნებული იყო, რომ ეს ინფორმაცია სუს-დან მოდიოდა, შესაბამისად, იგივე უწყებისთვის მიმართვა, ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული", - აცხადებს საძაგლიშვილი.

მისივე განმარტებით, კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მაღალჩინოსნისგან მიიღო ნიკა გვარამიამ ინფორმაცია, მას დაუსვეს.

„კითხვა დაისვა, თუმცა, მას აქვს უფლება, კონფიდენციალური წყარო არ დაასახელოს. ამ უფლებამოსილებით ისარგებლა და სახელი და გვარი არ დაასახელა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა