პროკურორი - ვასამბეგ ბოკოვმა მისცა თუ არა ჩვენება, ეს საქმის დეტალია - დეტალებზე და მტკიცებულებების შინაარსზე, დღეს ვერ ვისაუბრებ

ვასამბეგ ბოკოვმა მისცა თუ არა ჩვენება, ეს საქმის დეტალია. დეტალებზე, მტკიცებულებების შინაარსზე, დღეს ვერ ვისაუბრებ, - ამის შესახებ პროკურორმა მაია სილაგაძემ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამიას დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც სილაგაძე განმარტავს, ნიკა გვარამიასთან დასმული კითხვებისა და მისი პასუხების შინაარსთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.

„ნიკა გვარამიამ გარკვეულ კითხვებზე გაგვცა პასუხი და გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, ვინაიდან მან ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდში მიიღო გარკვეული ინფორმაცია. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ კითხვები გვქონდა იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც მან მისი ბრიფინგის დროს ისაუბრა, რომ გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან და ჟურნალისტის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სილაგაძემ.

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხნენ. მათი დაკითხვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო