გედევან ფოფხაძე უმრავლესობას - მიგაჩნიათ, რომ  30 მაჟორიტარი უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე 73 მაჟორიტარი, თუ ეს უბრალოდ გარიგებაა გარიგებისთვის?

თქვენ მიგაჩნიათ, რომ 30 მაჟორიტარი უფრო ეფექტური იქნება და უფრო პასუხობს მაჟორიტარული პრინციპის საჭიროებას, ვიდრე 73 მაჟორიტარი, თუ ეს არის უბრალოდ გარიგება გარიგებისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური შეთანხმება მოხდეს? - ასე მიმართა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მაჟორიტარული სისტემა უფრო მისაღებია, ის დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„მე მაინტერესებს მომხსენებლისა და ავტორების პოზიცია მაჟორიტარულ ოლქების რაოდენობასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაძლევთ ხმას. პირდაპირ გეუბნებით, რომ უფრო მეტად მომწონს მაჟორიტარული სისტემა, ვიდრე პროპორციული. ეს პოზიცია მქონდა და ამ პოზიციას ყოველთვის ვაფიქსირებდი, მაგრამ ახლა არის გარკვეული პოლიტიკური რეალობა და ამ პოლიტიკურ რეალობაში საჭიროა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ადეკვატური იქნება ამ რეალობისთვის. თქვენ მიგაჩნიათ, რომ 30 მაჟორიტარი უფრო ეფექტური იქნება და უფრო პასუხობს მაჟორიტარული პრინციპის საჭიროებას, ვიდრე 73 მაჟორიტარი თუ ეს არის უბრალოდ გარიგება გარიგებისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური შეთანხმება მოხდეს? ამავდროულად, მინდა პირდაპირ გკითხოთ, რომ მაშინ რატომ არ უნდა მიგვეღწია შეთანხმება იმაზე, რომ ყოფილიყო სულ პროპორციული, თუ 30 მაჟორიტარის დატოვება არის შეღავათი ვიღაცებისთვის? მე მინდა ავტორებმა პოლიტიკური მოტივაციები უფრო გასაგებად გვითხრან”, - განაცხადა ფოფხაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ