ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ელჩების მოწოდების შესაბამისად თუ იმოქმედებს, მათთვის იქნება უკეთესი,  საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც გავა, თუმცა მათ კიდევ ერთი რეპუტაციული ზიანი მიადგებათ

თუ ოპოზიცია ელჩების მოწოდების შესაბამისად იმოქმედებს, ეს მათთვის იქნება უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც გავა, თუმცა, მათ მიადგებათ დამატებით კიდევ ერთი რეპუტაციული ზიანი , - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან, ელჩების ერთობლივი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, პრაქტიკულად არ არსებობს იმის რისკი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს და ამაზე საუბარი მხოლოდ თეორიულად შეიძლება.

"ჩვენ ვიცით, რომ 113 ხმა არის საჭირო, 113- ზე მეტ დეპუტატს აქვს დადასტურებული მხარდაჭერა, მათ შორის, არის "ქართული ოცნების" 92 დეპუტატი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რისკის ქვეშ ეს კანონპროექტი არ დგას. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა , რომელიც ავიღეთ იმ შეთანხმების ხელმოწერით, რომელიც გაფორმდა 8 მარტს ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ. სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციური პარტიები არ მოქმედებენ ამ შეთანხმების შესაბამისად. თუმცა ჩვენ, ჩვენი მხრივ, ეს პასუხისმგებლობა სრულად გვაქვს გაცნობიერებული.

კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ელჩებს არა მხოლოდ შეთანხმების ხელმოწერაში მათი როლისთვის, არამედ დღევანდელი განცხადებისთვისაც. ამ განცხადებით მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს ყველას და თქვენ იცით, რომ ჩვენ ისედაც ვართ ამ ცვლილებების მხარდამჭერი და ჩვენ ვართ ინიციატორი, შესაბამისად, მათ მოუწოდეს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რომ ჩაერთონ საპარლამენტო განხილვაში და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული დიალოგის ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. ელჩები ასევე, შეთანხმების ყველა ხელმომწერს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს