ბუნდესტაგის დეპუტატი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო,  „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის  პროექტზე უარი თქვას

გერმანიის ბუნდესტაგში "თავისუფალი დემოკრატიული პარტიის" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდერ ლამბსდორფი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის მხარდაჭერაზე გენერალური პროკურატურის განცხადების ფონზე, რომელიც ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას უკავშირდება.

„ვფიქრობ, ეს მკვლელობა აქ, ბერლინში, ჩვენი ქვეყნის ცენტრში, სამთავრობო შენობებიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით, გერმანიის სუვერენიტეტზე ისეთი სერიოზული თავდასხმაა, რომ ჩვენ სამჯერ უნდა დავფიქრდეთ, ვიდრე მოსკოვთან ფულს მილსადენში ჩავდებთ, რათა რუსეთიდან გაზი მივიღოთ. არსებობენ სხვა მომწოდებლებიც, რომელთაგანაც შესაძლებელია გაზის მიღება“ , - განაცხადა გერმანელმა პარლამენტარმა, რომელთან ინტერვიუსაც „ბილდი აქვეყნებს“.

მან გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მოუწოდა ევროპელ პარტნიორებთან ერთად მოიფიქრონ საერთო პასუხი ბერლინში მომხდართან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, კანცლერისთვის მძიმეა ახლა თავის მხარეს მოიზიდოს სხვა ევროპელები, როდესაც ამავდროულად დასასრულს უახლოვდება პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის რეალიზაცია“ , - განაცხადა ლამბსდორფმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო