„საქნახშირი“ - ტყიბულის შახტებზე უსაფრთხოების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა

ტყიბულის შახტებზე უსაფრთხოების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა. როგორც „ინტერპრესნიუსს” „საქნახშირიდან“ აცნობეს,შახტებში კატეგორიულად იკრძალება არასანქცირებული გადაადგილება და ასევე, ნებისმიერი მექანიზმის არაკონტროლირებადი გამოყენება.

„ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის შახტების თანამშრომლების მოთხოვნის შესაბამისად, უსაფრთხოების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა.

შახტა რთული ინფრასტრუქტურული ობიექტია, სადაც ლოჯისტიკური ჯაჭვის მიხედვით, თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში გადაადგილდებიან, ხდება სხვადასხვა ტვირთისა და ქვა-ნახშირის გადაზიდვა. მოპოვების გარდა, შახტებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინვესტირებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები. შესაბამისად, გაზრდილია დატვირთვა. ნებისმიერი მცირე დარღვევა შესაძლოა გახდეს საავარიო სიტუაციის გამომწვევი. ამიტომ ხელმძღვანელობამ, თანამშრომლების მოთხოვნის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს უსაფრთხოების წესების კიდევ უფრო გამკაცრება. კატეგორიულად იკრძალება არასანქცირებული გადაადგილება შახტებში, ასევე იკრძალება ნებისმიერი მექანიზმის არაკონტროლირებადი გამოყენება.

იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხო სამუშო გარემოს უზრუნველყოფა კომპანია „საქნახშირის“ პრიორიტეტია, უსაფრთხოების წესების ნებისმიერი დამრღვევი კანონის ფარგლებში, მკაცრად დაისჯება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ