მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო 2 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი პირი სატვირთოს მძღოლია და ეს შემთხვევა სხვა ქვეყნიდან შემოტანილად ითვლება, ხოლო ორი - ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება.

მისივე განცხადებით, დღეს “კოვიდ19”-სგან 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

"მხოლოდ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და დღეს 898 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დაემატა 11 გამოჯანმრთელებული და ახლა გვყავს 752. დღევანდელ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, 132 პაციენტი მკურნალობს კოვიდის ცენტრებში. ახალი სამი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება, ხოლო ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი - ერთი ბოლნისი და ერთი მარნეული,"- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას ინფორმაციით, ცენტრში ამჟამად 21 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, რამდენიმეს მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

"რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ჩვენ გუშინ ახალი დადასტურებული შემთხვევა არ მიგვიღია. მხოლოდ ერთი შესაძლო შემთხვევა გვაქვს, რომლის კვლევაც დღეს ჩატარდება. ამ ეტაპზე გვყავს “კოვიდ19”-ით ინფიცირებული 21 პაციენტი. ამ ეტაპზე ჩვენ მძიმე პაციენტი არ გვყავს, რამდენიმე მათგანია საშუალოზე მძიმე მდგომარეობით, დანარჩენები საშუალოზე მსუბუქი პაციენტები არიან," - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო:რომელ კლასტერებს უკავშირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?