რუსლან აბაშიძე - საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია სწორედ სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაზე

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია სწორედ სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაზე, თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დევნილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ განაცხადა.

აბაშიძის თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა იმედოვნებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება უსამართლობის დარეგულირება და სამართლებრივი სტატუს ქვოს აღდგენა.

„20 ივნისი გაეროს მიერ ლტოლვილთა მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. დღევანდელ დღეს, საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ კატეგორიის ადამიანებს, რომელთაც საკუთარ თავზე უსამართლობა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან განდევნა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევა გამოსცადეს. ამ დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო განსაკუთრებით ხაზს უსვამს დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დაცვის და სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას.

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია სწორედ სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაზე, თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დევნილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უერთდება საერთაშორისო საზოგადოების განწყობას და საქართველოს ხელისუფლების მიდგომას დევნილთა პრობლემების მოგვარების მცდელობებთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, არსებული სამშვიდობო პოლიტიკის პირობებში საერთაშორისო მექანიზმების ეფექტური გამოყენების მეშვეობით, შესაძლებელი იქნება უსამართლობის დარეგულირება და სამართლებრივი სტატუს-კვოს აღდგენა“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ