ელენე ხოშტარია - ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით 8 მარტის შეთანხმების შესრულებას

„ევროპული საქართველოს“ წევრისა და ვაკეში ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარტია ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას, ჩააგდონ საარჩევნო სისტემის ცვლილება.

როგორც ხოშტარიამ პარტიის სხვა ლიდერებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი პასუხისმგებლობით უდგებიან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ 8 მარტის შეთანხმებას.

„ჩვენ, განსხვავებით ხელისუფლებისგან, დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ორივე ნაწილში. გიორგი რურუა უნდა გამოვიდეს და მეორე მხრივ, ჩვენ არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას, რომ ჩააგდოს პროპორციული არჩევნები, რისი საფრთხეც სამწუხაროდ, ხვალ არის. ჩვენ ვაძლევთ დამატებით დროს „ქართულ ოცნებას“, მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და მეორე-მესამე მოსმენამდე გამოუშვას გიორგი რურუა. ერთი მხრივ, ჩვენ გადავარჩენთ პროპორციულ არჩევნებს და მეორე მხრივ, ჩვენ ვაძლევთ შანსს სრული ნორმალიზებისთვის გიორგი რურუას გამოშვების გზით“, - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ფრაქციის ფორმატში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო