ირაკლი შიოლაშვილი - დაბალანსდა აბსოლუტურად ყველაფერი, დარჩა მაჟორიტარული სისტემა და ამ კონკრეტულ კანონპროექტს ხმას ვაძლევ

"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს უჭერს და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.

დეპუტატის თქმით, მისთვის ახლა ყველა საკითხი ამოწურულია.

"შეიცვალა ის, რომ დარჩა მაჟორიტარული სისტემა, რასაც ჩვენ ვითხოვდით. ერთი მხრივ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შედგა შეთანხმება, დაბალანსდა აბსოლუტურად ყველაფერი, დარჩა მაჟორიტარული სისტემა და მეორე მხრივ, ყველა პოლიტიკური ძალა შეთანხმდა ამ სისტემასთან დაკავშირებით. ასე რომ, პირადად ჩემთვის ყველა საკითხი ამოწურულია. დღეს კენჭისყრაზე, ამ კონკრეტულ კანონპროექტს ხმას ვაძლევ. ასევე, არათუ ხმას ვაძლევ, არამედ ინიცირების დროს ერთ-ერთი ინიციატორიც ვარ. ჩემი ინფორმაციით, ყველა მაჟორიტარი, უმრავლესობის ყველა წევრი ხმას აძლევს, გარდა ერთი დეპუტატისა. ჩემთვის აბსოლუტურად უცნაურია ის ფაქტი, რომ დარბაზში ოპოზიცია არ არის, რომლებმაც კონკრეტულად ამ სისტემაზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიაღწიეს და მივაღწიეთ ერთობლივ შეთანხმებას. მთავარია შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა და ყველა ადამიანს საშუალება აქვს თვითონ აირჩიოს თავისი მაჟორიტარი ", - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი შიოლაშვილი "ქართული ოცნების" იმ დეპუტატთა შორის ერთ-ერთია, რომელმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას 2019 წლის ნოემბერში მხარი არ დაუჭირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო