წინასწარი მონაცემებით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველი პარტია იმარჯვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Ipsos-ისა და CeSID-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, „სერბეთის პროგრესულმა პარტიამ“ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 63%-ზე მეტი მიიღო, მეორე ადგილზეა „სოციალისტური პარტია“ ხმების 10.3%-ით, მესამეზე კი "სერბეთის პატრიოტული ალიანსი", რომელმაც არჩევნებში ხმების 3.9% მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. მათი განცხადებით, არჩევნების გამართვა კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საფრთეს უქმნიდა.

ცნობისათვის, სერბეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. ქვეყანაში 6.5 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 48% ოყო.

სერბეთში ეგზიტპოლების ჩატარება ნებადართული არ არის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა