დაკარგული გიორგი შაქარაშვილის ბიძა - ცუდი ვერსიის სასარგებლოდ უფრო ნაკლები მტკიცებულება უნდა არსებობდეს, ვიდრე კარგის

მცხეთაში დაკარგული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, ის, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტის შედეგად შეიძლებოდა რაიმე ფატალური შედეგი ყოფილიყო, ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები ალბათობით განიხილება.

როგორც გიორგი შაქარაშვილის ბიძამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქმეში მონაწილე პირების ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია და ცუდი ვერსიის სასარგებლოდ უფრო ნაკლები მტკიცებულება არსებობს.

,,მოგეხსენებათ, ისევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით რაიმე რეალური შედეგი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია. მე ვფიქრობ, რომ ცუდი ვერსიის სასარგებლოდ უფრო ნაკლები მტკიცებულება უნდა არსებობდეს, ვიდრე კარგის. ეს არ არის ჩემი სუბიექტური აზრი, ჩვენ ვნახეთ შემთხვევის ადგილიც, გავერკვიეთ გარკვეულ გარემოებაში და მგონია, რომ ბავშვი უნდა იყოს ცოცხალი. იმედი მაქვს, მალე ვნახავთ. ვერსიის სახით გაჟღერდა, რომ კონფლიქტური ვითარება იყო, თუმცა ის, რომ კონფლიქტის შედეგად შეიძლებოდა რაიმე შედეგი ყოფილიყო, ყველაზე ნაკლები ალბათობით იხილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქმეში მონაწილე პირთა ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია, თუმცა ფაქტებიდან გამომდინარე, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანების დაკითხვა კიდევ გახედეს საინტერესო. გიორგი და მისი მეგობარი მივიდნენ რამდენიმე საათის დაგვიანებით და იქ უკვე ქეიფობდნენ ბავშვები, თუმცა კონფლიქტი მოხდა თუ არა, ეს არ ვიცი,” - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

იხილეთ ვიდეო:რა სავარაუდო ვერსიაზე საუბრობს დაკარგული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, რომლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს