ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე ხელისუფლებას პიარის გაკეთების საშუალება მისცა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, 2020 წლის 21 ივნისი საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში ნამდვილად მოხვდება, ვინაიდან ამ დღეს პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინაღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომლითაც პრაქტიკულად ნახევრად პროპორციული საარჩევნო სისტემა კონსტიტუციაში ჩანაწერით გამყარდა.

გასაგებია, რომ ამ გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღებას კიდევ ორჯერ სჭირდება კენჭისყრა მაღალი კვორუმით, მაგრამ ახლა ცხადია, რომ ეს პროცესი რადგან დაიწყო, დიდი ალბათობით ბოლომდე იქნება მიყვანილი.

ვინაიდან ამ თემაზე სასაუბრო ბევრია, მოდით, ჩვენი საუბარი მომხდარის შეფასებით დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დაიწყო და ეს პროცესი არ ჩავარდა. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი და ეს ბევრად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ მთლიად ამ პროცესს წინ უძღოდა მრავალთვიანი პოლიტიკური დებატები, ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა პოზიციების გამოხატვა. პირადად ჩემთვის ამ პროცესმა საკმაოდ უსიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.

არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესიდან ყველაზე გულდასაწყვეტი ის იყო, რომ მხოლოდ ელჩების განცხადების შემდეგ გახდა შესაძლებელი ლოგიკური გადაწყვეტილების მიღება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან.

არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესიდან ყველაზე გულდასაწყვეტი ის იყო, რომ მხოლოდ ელჩების განცხადების შემდეგ გახდა შესაძლებელი ლოგიკური გადაწყვეტილების მიღება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან

როცა ასეთი ვითარება გვაქვს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ასეთ ფონზე სულაც არაა გასაკვირი თუ რატომ არ არის ჩვენთვის უფრო ფართოდ გაღებული ევროპული კარი. ამგვარი ვითარება ჩვენთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ჩვენსავე დასავლელ პარტნიორებს კარგ შთაბეჭდილებას არ უქმნის. ეს საყვედური პირველ რიგში პოლიტიკურ ელიტას ეხება.

მართლაც გაუგებარია, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად რატომ უნდა ყოფილიყო ელჩების განცხადება აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენსავე ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემო იყოს.

მართლაც გაუგებარია, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად რატომ უნდა ყოფილიყო ელჩების განცხადება აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენსავე ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემო იყოს

- თავიდან პარლამენტში „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტაცია უარს აცხადებდა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, მაგრამ შემდეგ „ნაცმოძრაობა“ თავის პოზიციაზე დარჩა, მაგრამ „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა რომ მიიღებს მონაწილეობას და ასეც მოიქცა.

მათივე მტკიცებით, ამ ნაბიჯით მათ დააზღვიეს საკონსტიტუციო ცვლილების მიუღებლობა იმ შემთხვევისთვის, თუ მმართველი გუნდის წევრები კვლავ შეეცდებოდნენ ამ პროცესის ჩაგდებას.

„ევროპული საქართველოს“ ეს ნაბიჯი დამკვირვებელთა ნაწილმა „სახის შენარჩუნებად“ შეაფასა. თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას?

- მეც და სხვასაც არასდროს გვითქვამს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 8 მარტის შეთანხმებით მიცემული პირობა ბოლომდე შეასრულა, მაგრამ როდესაც რეალობა იმგვარად ყალიბდება, რომ შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს, არჩევანი უნდა გააკეთო რა უფრო ღირებულია - ქვეყანაში რეალური პოლიტიკური სტაბილურობის პერსპექტივა, თუ ერთი პიროვნების პატიმრობაში დარჩენა. ამ ორ არჩევანს შორის თანაფარდობა პირველის სასარგებლოდ უნდა იქნას მიღებული.

აქვე უნდა ვთქვა, საპარლამენტო ოპოზიციისგან არავინ ითხოვს შეწყვიტონ გიორგი რურუას გათავისუფლებაზე საუბარი. პირიქით, ამ მიმართულებით მათ უნდა გააგრძელონ ძალისხმევა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის მოქმედება უფრო სიჯიუტე იყო, ვიდრე პრინციპულობის დემონსტრირება. ვთვლი, რომ „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყნისთვის სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის მოქმედება უფრო სიჯიუტე იყო, ვიდრე პრინციპულობის დემონსტრირება. ვთვლი, რომ „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყნისთვის სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო

მართლაც უცნაური ქვეყანა ვართ, „ქართული ოცნება“ რაღაც ქულებს ჯერ აგროვებს და შემდგომ გაუგებარი და ლოგიკას მოკლებული მოქმედებით ამავე ქულებს თავისივე უაზრო ნაბიჯებით ფლანგავს. იგივეს აკეთებს ოპოზიციაც. ისინიც გარკვეულ საკითხებში წარმატებულები აღმოჩენილან, მაგრამ შემდეგ კარგავდნენ უპირატესობას.

ოპოზიციამ იმ ზღვრამდე არ უნდა მიიყვანოს ვითარება, როცა ელჩები ხდებიან იძულებულნი კიდევ ერთხელ ჩაერიონ იმ საქმეში, რასაც ქვეყნის სტაბილურობა ჰქვია.

- საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრამ 136 5-ის წინააღმდეგ აჩვენა, რომ მმართველმა გუნდმა შეძლო 116 ხმის მობილიზება და „ევროპული საქართელოს“ 20 დეპუტატს კენჭისყრაში მონაწილეობა კიდეც რომ არ მიეღო, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც იქნებოდა მიღებული.

ამ ვითარებაში „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აცხადებენ, რომ თუ რურუა არ გათავისუფლდა ისინი მეორე და მესამე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

თუ რურუა არ გათავისუფლდა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომდევნო კენჭისყრები ოპოზიციის გარეშე ჩატარდა, თქვენი როგორ შეაფასებდით მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარებას?

- როგორც ჩანს, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 116 ხმის მიღება გარანტირებული ჰქონდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ. კენჭისყრაში ოპოზიციიდან არავის რომ არ მიეღო მონაწილეობა, ისინი წამგებიან პოზიციაში აღმოჩდებოდნენ. თუ ხელისუფლებას დასჭირდა, იმ 5 დეპუტატიდან, ვინც პირველ მოსმენაზე ხმა არ მისცა, მეორე და მესამე მოსმენებზე ხმას აუცილებლად მისცემენ.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღება ოპოზიციისთვის აშკარად წამგებიანი იყო. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის გარეშე მიიღოს და ამის შემდეგ გამოუშვას რურუა. და ეს მოხდეს იმგვარად, რომ ხელისუფლება ამ ორ პროცესს ერთმანეთან არ დააკავშირებს. ეს უნდა გაეთვალისწინებინა ოპოზიციას და შესაბამისად ემოქმედა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღება ოპოზიციისთვის აშკარად წამგებიანი იყო. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის გარეშე მიიღოს და ამის შემდეგ გამოუშვას რურუა

საერთოდ გაუგებარი იყო „ნაციონალების“ პროტესტი. ახლა სულ უფრო აშკარად ჩანს, რომ „ნაციონალების“ პროტესტს ფასი აღმოაჩდა დაკარგული. თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გარეშე მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს ის იტყვის - მე ჩემი პირობა შევასრულე და არჩევნების სულაც არ მეშინია.

ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე ხელისუფლებას პიარის გაკეთების საშუალება მისცა. როცა ოპოზიცია თავად ახერხებს ოპონენტს ქულები დააწერინოს, მერე აღარ უნდა გაუკვირდეს თუ რატომ არ ხდება მათ გარშემო ძალების კონსოლიდაცია.

ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე ხელისუფლებას პიარის გაკეთების საშუალება მისცა. როცა ოპოზიცია თავად ახერხებს ოპონენტს ქულები დააწერინოს, მერე აღარ უნდა გაუკვირდეს თუ რატომ არ ხდება მათ გარშემო ძალების კონსოლიდაცია

- ოპოზიციურმა ძალებმა 20 ივნისის ტრაგიკული მოვლენების წლისთავი რუსთაველზე აღნიშნეს. ხელისუფლებამ ამ თემაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა და მომხდარში კვლავ ოპოზიცია დაადანაშაულა, რომელთაც, მათივე მტკიცებით, სათავისოდ გამოიყენეს ქუჩაში გულწრფელად გამოსული ადამიანების პროტესტი.

თქვენ როგორ შეაფსებდით 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ერთი მხრივ ოპოზიციის, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების მოქმედებას?

- ცხადია, ოპოზიციას და იმ ხალხს, რომელიც ერთი წლის წინ რუსთაველზე იდგა, 20 ივნისის წლისთავი უნდა აღენიშნა. ხელისუფლებამ ერთი წლის წინ პარლამენტის შენობის წინ შექმნილი ვითარება გამოიყენა იმისთვის რომ მიტინგი დაერბია.

ერთი წლის წინ ხელისუფლებამ „კარგი სპექტაკლი“ დადგა, ვგულისხმობ ოპოზიციის მიერ პარლამენტის შტურმით აღებას და შემდეგ ეს გამოიყენა იმისთვის, რომ მიტინგი დაერბია. ეს სადავო არ არის, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. არანაირი საფრთხე, რომ მომიტინგეები პარლამენტის შენობაში შეიჭრებოდნენ და შენობას აიღებდნენ იქ არ იყო.

ერთი წლის წინ ხელისუფლებამ „კარგი სპექტაკლი“ დადგა, ვგულისხმობ ოპოზიციის მიერ პარლამენტის შტურმით აღებას და შემდეგ ეს გამოიყენა იმისთვის, რომ მიტინგი დაერბია

ვიმეორებ, ოპოზიციას ერთი წლის წინანდელი მოვლენები უნდა აღენიშნა, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ჩემი აზრით, 20 ივნისის წლისთავისადმი მიძღვნილ ოპოზიციის აქციაზე გადაჭარბებული შეფასებების გარდა, გადაჭარბებული ფსონები იქნა დადებული და მოლოდინები იქნა გაჩენილი.

ვფიქრობ, გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭა მომხდარს ოპოზიციამ. რა თქმა უნდა, 20 ივნისის ამბები ტრაგედია იყო, მაგრამ შეფასებები უნდა ყოფილიყო ზომიერი. ვიმეორებ, ტარაგედია მოხდა, მაგრამ შეფასებები რომ უფრო ზომიერი ყოფილიყო, ვფიქრობ თავად ოპოზიციისთვის იქნებოდა მომგებიანი.

რა თქმა უნდა, 20 ივნისის ამბები ტრაგედია იყო, მაგრამ შეფასებები უნდა ყოფილიყო ზომიერი. ვიმეორებ, ტრაგედია მოხდა, მაგრამ შეფასებები რომ უფრო ზომიერი ყოფილიყო, ვფიქრობ, თავად ოპოზიციისთვის იქნებოდა მომგებიანი

საარჩევნო წელია და ცოდვა გამხელილი სჯობია, ყველა მხარე ცდილობს ნებისმიერი ფაქტის საარჩევნოდ გამოყენებას. ეს ბუნებრივია, ამისათვის ვერავის ვერ დავძრახავთ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ გარდა იმისა, რომ გადაჭარბებული მოლოდინები გააჩინა, გადაჭარბებული შეფასებები გააკეთა 20 ივნისის ამბებზე.

- ამ აქციაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ ითქვა. ვითარებაში, როცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რევოლუციისთვის ემზადება, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგის მთავარი გზავნილი ასეთი იყო - არჩევნებზე შევხდებით! ფაქტია, რომ ამ ლოზუნგს საკმაოდ ბევრი და კარგი განზომილება აქვს.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ახალგაზრდობის ნაწილის ამ მეტად საგულისხმო და მრავლისმეტყველ გზავნილს?

- თავისთავად ის, რომ ამ პროცესში ახალგაზრდობა მონაწილეობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით ნაბიჯი წინ გვაქვს გადადგმული. სულ ცოტა 2-3 წლის წლის წინ ჩვენში დამკვიდრებული იყო მოსაზრება, რომ ახალგაზრდობას პოლიტიკა არ აინტერესებს. აღმოჩნდა, რომ მთლად ასე არ ყოფილა და ეს კარგია.

გასაგებია ისიც, რომ „შევხდებით არჩევნებზე“! სწორი ლოზუნგია. თუ არჩევნების მიმართ დამოკიდებულება მთელი საზოგადოების მიდგომად იქცა, კარგი იქნება. მთელი საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ არჩევნების ბედი წყდება არჩევნებზე და არა ქუჩაში.

კარგი ლოზუნგია „შევხვდებით არჩევნებზე“!, მაგრამ როდესაც ამ ლოზუნგს უჭერ მხარს, კეთილი უნდა ინებო და საკონსტიტუციო შესწორებების კენჭისყრაში მონაწილეობა უნდა მიიღო. ვიმეორებ, საკონსტიტუციო ცვლილებები მთლად კარგი არაა, მაგრამ რაც იყო იმაზე უკეთესი რომაა, ფაქტია.

კარგი ლოზუნგია „შევხვდებით არჩევნებზე“!, მაგრამ როდესაც ამ ლოზუნგს უჭერ მხარს, კეთილი უნდა ინებო და საკონსტიტუციო შესწორებების კენჭისყრაში მონაწილეობა უნდა მიიღო. ვიმეორებ, საკონსტიტუციო ცვლილებები მთლად კარგი არაა, მაგრამ რაც იყო იმაზე უკეთესი რომაა, ფაქტია

ვიმეორებ, ეს ლოზუნგი „შევხდებით არჩევნებზე“! საუკეთესო მოწოდებაა ახალგაზრდობის როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის. ჩვენ როგორმე უნდა შევძლოთ ჩვენში ამომრჩევლებისგან პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება ჩამოყალიბდეს. არა მხოლოდ არასამთავრობოთა ჯგუფების ერთობა, არამედ პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების ერთობა. ამას მივაღწევთ მაშინ, თუ მთელ საზოგადოებას ექნება გაცნობიერებული, რომ არჩევნების ბედი არჩევნებზე წყდება.

- გასულ კვირას ოპოზიციის ნაწილი თბილისში მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენ კანდიდატებზე შეთანხმდა. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ სიამ?

- როგორც მოსალოდნელი იყო, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ მისი შესაძლებლობებიდან კანდიდატურების შერჩევის თვალსაზრისით მაქსიმუმი გააკეთა. ყველა მათგანი პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია. მოულოდნელი და უცნობი არავინ დაუსახელებიათ. შეიძლება ითქვას ოპოზიციური სპექტრის პირველი ეშელონებიდანაც კი. ვფიქრობ, მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

ახლა საინტერესოა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კანდიდატებს ხელისუფლება ვის დაუპირისპირებს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში მხოლოდ ხელისუფლების და ოპოზიციის ნაწილის ორი კანდიდატი ვერ იქნება.

ახლა საინტერესოა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კანდიდატებს ხელისუფლება ვის დაუპირისპირებს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში მხოლოდ ხელისუფლების და ოპოზიციის ნაწილის ორი კანდიდატი ვერ იქნება

„ლელოს“ და დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერები დააყენებენ თავის კანდიდატურებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ორი კანდიდატი ვერანაირად ვერ იქნება. ხმები გადანაწილდება, რაც ქმნის იმის წინაპირობას, რომ მაჟორიტარულ ოლქებში უნდა ველოდოთ მეორე ტურებს. მეორე ტურებში კი რომ სხვა სცენარები თამაშდება, ვიცით.

- თქვენ კი ბრძანეთ, რომ ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში პირველი ეშელონის ლიდერები დაასახელა, მაგრამ თუ დავაკვირდებით, შეუმჩნეველი არ დაგვრჩება ის, რომ მთლად პირველი ეშელონის ლიდერები არ დასახელებულან.

მეტიც, ამ ტიპის ლიდერებმა უარი თქვენს მაჟორიტარულ ოლქებში თავისი კანდიდატურების დაყენებაზე. ეს ეხება „ევროპული საქართველოს“ ლიდერს დავით ბაქრაძეს, რომელსაც ყველა გამოკითხვაში საკმაოდ კარგი რეიტინგი უფიქსირდება, ასევე გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, გრიგოლ ვაშაძეს ან თუნდაც ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გორში მაჟორიტარად არ იყრის კენჭს.

თქვენი დაკვირვებით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ეს ადამიანები არ იქნენ დასახელებული თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში?

- შესაძლოა პარტიული იერარქიით არა, მაგრამ ფაქტია, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ელენე ხოშტარია მთელ ოპოზიციაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.

ოპოზიციამ მაჟორიტარობის კანდიდატები ძირითადად პირველი ეშელონიდან შეარჩია, დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში კიდევ იქნება საინტერესო ამბები. იგივე გრიგოლ ვაშაძე ალბათ ქუთაისში იყრის კენჭს.

პარტიის ბირთვს მოუწევს მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობა. ამას მოითხოვს წინასაარჩევნო პროცესი და კამპანია. თუ ისინი მიბმული იქნებიან რომელიმე მაჟორიტარულ ოლქს, ეს პარტიებისთვის დანაკლისი იქნება.

უფრო გულწრფელი თუ ვიქნები იმასაც ვიტყვი, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ხოშტარიას დასახელებით სწორი არჩევანი გააკეთა. ასეა თუნდაც იმიტომ, რომ მას გაცილებით დადებითი რეიტინგი აქვს, ვიდრე ბოკერიას, უგულავას ანდა სხვას.

უფრო გულწრფელი თუ ვიქნები იმასაც ვიტყვი, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ხოშტარიას დასახელებით სწორი არჩევანი გააკეთა. ასეა თუნდაც იმიტომ, რომ მას გაცილებით დადებითი რეიტინგი აქვს, ვიდრე ბოკერიას, უგულავას ანდა სხვას

- თქვენ ბრძანეთ, რომ საინტერესო იქნება თუ ვის დაუპირისპირებს ოპოზიციის მაჟორიტარებს ხელისუფლება. დიახ ეს ასეა, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა, თუ ვინ იქნებიან პარტიული სიების სათავეში.

ამ თვალსაზრისით თქვენ როგორი მოლოდინები გაქვთ?

- ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება. ოპოზიციაში ეს უფრო გამოკვეთილად ჩანს, რადგან ამ თემაზე ოპოზიციურ ჯგუფებს შორის კარგა ხანია კონსულტაციები მიმდინარეობს. ფაქტია, რომ ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებას. უკვე დღეს შეიძლება თამამად დასახელდეს 5-6 კაცი, ვინც შეიძლება იყოს გნებავთ „ევროპული საქართველოს“ ანდა „ნაცმოძრაობის“ პარტიულ სიებში. ალბათ, „ლელოდანაც“.

უკვე დღეს შეიძლება თამამად დასახელდეს 5-6 კაცი, ვინც შეიძლება იყოს გნებავთ „ევროპული საქართველოს“ ან „ნაცმოძრაობის“ პარტიულ სიებში. ალბათ, „ლელოდანაც“

რაც შეეხება იმას თუ ვინ იქნებიან „ქართულ ოცნების“, პარტიულ სიაში, აქ პრობლემები მეტად ჩანს. ეს პრობლემა უკავშირდება ივანიშვილს. ჩვენ ამ თემაზე მისი ხედვები მეტად რომ ვიცოდეთ, მაშინ უფრო იოლი იქნებოდა ამ საკითხებზე მსჯელობა.

რეალურად თუ შევხედავთ, „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი უნდა იყოს გიორგი გახარია. ახლა მას აქვს ყველაზე მეტი რეიტინგი და მის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია.

ასეა მიუხედავად იმისა, 20 ივნისის მოვლენებისა და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორებისა. ვგულისხმობ იმას, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, თუნდაც კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესებიდან გამომდინარე, მან საზოგადოების ნაწილის ნდობის მოპოვება შეძლო.

თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ პარტიულ საარჩევნო სიაში გიორგი გახარიას გარდა, ეს ივანიშვილზეა დამოკიდებული. ვის უყურებს წყალობის თვალით ივანიშვილი და ვის არა, მე არ ვიცი, მაგრამ ესეც მალე გაირკვევა

თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ პარტიულ საარჩევნო სიაში გიორგი გახარიას გარდა, ეს ივანიშვილზეა დამოკიდებული. ვის უყურებს წყალობის თვალით ივანიშვილი და ვის არა, მე არ ვიცი, მაგრამ ესეც მალე გაირკვევა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს