სილვიუ დომენტე - ჯანდაცვის სამინისტრომ არსებული კრიზის მიუხედავად არ დაივიწყა სფეროში არსებული პრიორიტეტები

ჯანდაცვის სამინისტრომ არსებული კრიზის მიუხედავად არ დაივიწყა სფეროში არსებული პრიორიტეტები, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა. სილვიუ დომენტესა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ეპიდვითარების შესახებ ისაუბრეს და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. “საქართველომ არსებულ კრიზისს ძალიან კარგად გაართვა თავი, რაც ჩვენმა რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემაც აღნიშნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის პერიოდში მოსახლეობას არ შეეზღუდოს სამედიცინო სერვისებზე წვდომა, როგორიცაა პირველადი ჯანდაცვა, ვაქცინაცია, ტუბერკულოზის კონტროლი და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული კრიზის მიუხედავად არ დაივიწყა სფეროში არსებული პრიორიტეტები და ამ რთულ პერიოდშიც ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ამ სერვისებზე“- აღნიშნა სილვიუ დომენტემ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამინისტროს ვიდეოკონფერენციის აპარატურა გადასცა, ტექნიკური აღჭურვილობა ასევე 7 კოვიდ საავადმყოფოსაც გადაეცემა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგებს ჩაატარებს. პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციის მოწყობილობის საშუალებით (55 დიუმიანი ტელევიზორი, ლეპტოპი, მაღალი რეზოლუციის ვებ-კამერები და შესაბამისი აქსესუარები) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საავადმყოფოების პერსონალს ვირტუალურ ტრენინგებს ჩაუტარებენ. ონლაინ ტრენინგები უახლოეს თვეებში გაიმართება და სამედიცინო პერსონალი, COVID-19-ის მიმართულებით, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებზე, ასევე კლინიკურ მენეჯმენტში უახლეს მითითებებს მიიღებენ. დამატებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდკლინიკებს სადეზინფექციო საშუალებებითაც მოამარაგებს. უახლოეს მომავალში, სამინისტრო და შერჩეული საავადმყოფოები, ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად, COVID-19 ტესტირებისთვის საჭირო 25000 PCR ნაკრებს მიიღებენ.

„ჯანმო საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს და ქვეყანას ჯანმრთელობის სფეროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პოლიტიკის შემუშავებაში ეხმარება. COVID-19 პანდემიის დროს, ჯანმო მთავრობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში, რისკების დადგენაში, შემცირებასა და მართვაში, სახელმძღვანელო მითითებებისა და რეკომენდაციების ეროვნულ კონტექსტში ადაპტირებაში, ჯანმრთელობის აუცილებელი სერვისების განხორციელებაში, ასევე საჭირო აღჭურვილობისა და ტექნოლოგიის შეძენაში უწყობს ხელს“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ და იმედი გამოთქვა, რომ ორგანიზაციის წამყვანი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ტრენინგები კლინიკური მენეჯმენტის, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის, პერსონალური დამცავი მოწყობილობებისა და სადეზინფექციო საშუალებების სწორად გამოყენების შესახებ, ხელს შეუწყობს სამედიცინო დაწესებულებების ეფექტურობას. ტექნიკური დახმარებით ასევე, ისარგებლებს სახელმწიფოს მმართველობაში მყოფი, შვიდი სამედიცინო დაწესებულება: ინფექციური დაავადებების, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის კვლევითი ცენტრი (თბილისი), ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა (თბილისი), პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა (თბილისი), სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი (ბათუმი), ტუბერკულოზი და ინფექციური პათოლოგიის ცენტრი დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი), სამხედრო ჰოსპიტალი გორში (გორი) და რუხის საავადმყოფო (რუხი).

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული სამედიცინო დახმარების გაწევა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. ამერიკის მთავრობამ კორონა ვირუსის პანდემიას საქართველოში სწრაფი რეაგირებით უპასუხა და მხარდაჭერისთვის დამატებითი თანხები გამოყო. ეს ახალი დაფინანსება მოხმარდება ლაბორატორიული სისტემების აღჭურვას, ვირუსის ადრეულ ეტაპზე დადგენისთვის საჭირო ღონისძიებებს, ფაქტებზე დაფუძნებულ კონტროლს, ტექნიკური ექსპერტების გადამზადებას და რისკებთან დაკავშირებული კომუნიკაციების გაძლიერებას. უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა