ნიუ-იორკში ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის წინ მდებარე თეოდორ რუზველტის ძეგლს აიღებენ

აშშ-ში, ნიუ-იორკში, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის წინ მდებარე 26-ე პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის ძეგლს აიღებენ. გადაწყვეტილებას ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლასიოს ადმინისტრაცია ადასტურებს. „ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმმა თეოდორ რუზველტის ძეგლის აღების თხოვნით მოგვმართა, რადგან ის შავკანიან და მკვიდრ მოსახლეობას აშკარად წარმოაჩენს, როგორც დამორჩილებულსა და რასობრივად უფრო დაბლა მდგომს. ქალაქი მხარს უჭერს მუზეუმის თხოვნას. ეს სწორი გადაწყვეტილება და შესაბამისი დროა პრობლემური ძეგლის ასაღებად“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ძეგლის აღების თარიღი ცნობილი არ არის და ნიუ-იორკის მერიის ცნობით, ჯერ კიდევ მუშაობენ შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაზე.

BBC-ის ინფორმაციით, ქანდაკების აღებას ეთანხმება რუზველტის შთამომავალი, თუმცა ამ ნაბიჯს მხარს არ უჭერს ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც „ტვიტერზე“ დაწერა: „აბსურდულია! ნუ იზამთ ამას“.

რუზველტის ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის წინ 1940 წლიდან დგას. აღნიშნულ ძაგლზე ცხენზე ამხედრებული რუზველტი მკვიდრ ამერიკელ და აფრიკელ მამაკაცებთან ერთად არის გამოკვეთილი. მას შემდეგ, რაც აშშ-ში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, ანტირასისტული მოძრაობა დაიწყო, დღის წესრიგში დადგა ბევრი ცნობილი ისტორიული ფიგურის ძეგლის აღების საკითხი. ანტირასისტული მოძრაობის აქტივისტები ხშირად აზიანებენ მათთვის მიუღებელი იმ ისტორიული პიროვნებების ძეგლებს, ვისაც იმპერიალისტებად, რასისტებად და კოლონიზატორებად მიიჩნევენ. ქანდაკებების აღების ინიციატორები ხშირად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება