განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სექტემბრიდან პროფესიულ განათლებაში სასკოლო პროგრამის ინტეგრაცია მოხდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან პროფესიულ განათლებაში სასკოლო პროგრამის ინტეგრაცია იწყება, იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც ზოგადი განათლების საფეხური მეცხრე კლასის დახურვით დატოვა, თუმცა ისეთი პროფესიის შეძენა მოისურვა, რომელიც 12 კლასის ატესტატს საჭიროებს.

ეკატერინე დგებუაძემ ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ევროპასთან ინტეგრაციის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

„ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩავარდნა, რაც სისტემაში გვქონდა იყო ის, როდესაც 9 კლასს ამთავრებდა ადამიანი და გადიოდა ზოგადი განათლების საფეხურიდან, გარკვეული წლების შემდეგ, თუნდაც მიდიოდა პროფესიულ განათლების მისაღებად და კონკრეტულ პროფესიას იძენდა, მერე ფიქრობდა, რომ სხვა პროფესიის დაუფლება სურდა, რომელიც მოითხოვს 12 კლასის ატესტატს და არა 9 კლასის ატესტატს. ამის გამო, მას უწევდა სკოლაში დაბრუნება და მე-10, მე-11 და მე-12 კლასების გავლა ან ექსტერნის გამოცდების ჩაბარება. სექტემბრის თვიდან უკვე სასკოლო პროგრამის ინტეგრაცია იწყება პროფესიულ განათლებაში. მე თუ გავედი 9 კლასის მერე და ვსწავლობ კონკრეტულ პროფესიას კონკრეტულ პროფესიულ სასწავლებელში, პარალელურად ვსწავლობ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის პროგრამას და მე მეძლევა ორმაგი დიპლომი, რაც გულისხმობს იმას, რომ მე დავასრულე ზოგადი განათების საფეხური და მეორე დიპლომი მაქვს, რომ დავეუფლე კონკრეტულ პროფესიას“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს