ეკა ბესელია ნარკოდანაშაულებში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ნარკოდანაშაულებში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონის პროექტის ინიცირება მოხდა.

პროექტის თანახმად, პირები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან თავისუფლდებიან.

პროექტი ზემოჩამოთვლილ დანაშაულებში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებზე ამნისტიის გამოცხადებას ითვალისწინებს იმ შემთხვევებშიც, თუკი ჩამოთვლილი ნივთიერებების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა განხორციელდა: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული

პროქტის თანახმად, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ის პირებიც, რომელთა მიერ ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენის ან/და შენახვის ნიშნით.

ამნისტია ერთნაირად და პროპორციულად გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ როგორც რეალურ სასჯელზე, ისე პირობით მსჯავრზე და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

პროექტის მიხედვით, კანონის მოქმედება არ გავრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/ აღსრულებულ ჯარიმაზე ან/და ქონების ჩამორთმევაზე, ასევე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებულ/გადახდილ ჯარიმაზე.

პროქტის თანახმად, ამნისტიის მოქმედება მხოლოდ იმ პირებს შეეხება, ვინც შესაბამისი დანაშაული ჩაიდინა 2020 წლის 31 მაისამდე.

რაც შეეხებაა, ამნისტიის აღსრულებას იგი უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო