გიორგი გახარია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს იუბილეს ულოცავს და საქართველოს ერთგული სამსახურისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს იუბილეს ულოცავს და სამსახურის ხელმძღვანელებს და პირად შემადგენლობას საქართველოს ერთგული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

„დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 26 წელი შესრულდა. ამ 26 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების პროცესში. ვულოცავ მთელ პირად შემადგენლობას და სამსახურის ხელმძღვანელებს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს ერთგული სამსახურისთვის”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს