ადამ კინზინგერი  - მინდა, ყველას მივულოცო, ვინც ასეთ დადებით ნაბიჯს მისცა ხმა და მოწოდება გავაკეთო 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულების შესახებ

დღეს შევიტყე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა, მინდა, ყველას მივულოცო, ვინც ასეთ დადებით ნაბიჯს მისცა ხმა და მოწოდება გავაკეთო 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულების შესახებ , - ამის შესახებ ამერიკელმა "რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა მედიისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაზე განაცხადა.

მან ისაუბრა სიახლის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, მეორე მოსმენით დაამტკიცა.

„დღეს შევიტყე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. მინდა, ყველას მივულოცო, ვინც ასეთ დადებით ნაბიჯს მისცა ხმა. ვიცი, რომ ჯერ კიდევ არის გზა გასავლელი. ამასთანავე, მინდა მოწოდება გავაკეთო 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულების შესახებ, რომელიც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ წინ წავიდეს. თუმცა, რასაც არ გავაკეთებ, ეს დეტალებში შესვლაა იმის შესახებ, თუ ვინაა მართალი და ვინ მტყუანი და კიდევ რა უნდა გაკეთდეს - ეს ჩვენი საქმე არაა, ჩვენი საქმეა, უბრალოდ, ორივე მხარე წავახალისოთ თანამშრომლობისთვის, რასაც ახლა ვაკეთებ.

8 მარტის შეთანხმების დეტალებში არ შევდივარ, ორივემ - მთავრობამ და ოპოზიციამ, აშშ-ს საელჩომ ეს დეტალები იცის, და მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ამაზე ვისაუბრო. მაგრამ რაც შეეხება პარლამენტის მიერ ცვლილებების დამტკიცებას, ეს ძალიან კარგია - „ევროპულმა საქართველომ“ მონაწილეობა მიიღო პირველ მოსმენაში, ისევე, როგორც მეორეში. ჯერ კიდევ წინაა მესამე მოსმენა და ამის შესრულება. შეიძლება, ბოლომდე ბედნიერი არავინ დარჩეს, ყველაზე ცოტათი უკმაყოფილო იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, წინსვლა მოხერხდება და შემდეგ უკვე არჩევნები ჩატარდება. ეს სახალისო პროცესი არ იქნება, აშშ-შიც ჩვენი საკუთარი გაყოფილი სისტემა გვაქვს, მაგრამ ამას გავუძლებთ. იმედია, საქართველო, ამ დანაწევრებულ დროში ასევე გაუძლებს. თქვენ ბევრი გაქვთ დასამტკიცებელი და ამას გააკეთებთ კიდეც“, - აღნიშნა კინზინგერმა.

კონგრესმენი შეეხო პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებასაც და აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება COVID-ს, ვაგრძელებთ იმაზე დაკვირვებას, რაც საქართველოში ხდება. რა თქმა უნდა, მოვლენები კარგად განვითარდა, მაგრამ ეკონომიკის ხელახალი გახსნის ფონზე, შემთხვევათა ზრდის დროს, ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან ყოფნას. იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე აღდგება როგორც საქართველოში, ისე - მსოფლიში. ეს მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსა და აშშ-სთვის, რათა ჩვენი ძლიერი პარტნიორობა წავიდეს წინ და ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობისთვის, რაც ერთმანეთთან გვაქვს. საქართველოს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად ვთვლით, ეს ყოველთვის პირიქით არ არის. ასე რომ, ამაზე დაკვირვებას გავაგრძელებთ, ისევე, როგორც უკანონო ოკუპაციაზე“, - განუცხადა კინზინგერმა ჟურნალისტებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს