მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 24 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი შემოტანილია და ერთი - დადასტურებულ შემთვევასთან კონტაქტია.

მისივე თქმით, გუშინ მათ კლინიკაში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი მოთავსდა.

„გუშინდელი მონაცემებით დადასტურებული შემთხვევბის რაოდენობა 911 იყო, დაგვემატა კვლავ 3 ახალი შემთვევა და 914 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულების რიცხვიც სამით გაიზარდა, იყო 768 და გახდა 771. ამ მონაცემებით კოვიდცენტრებში კვლავ 129 პაციენტი მკურნალობს. ამ სამი ახალი პაციენტიდან ორი შემოტანილია, საკარანტინო ზონიდანაა და ერთი - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. გუშინ ჩვენთან მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი შემოვიდა, ორი - გამოჯანმრთელდა და დღეს 24 დადასტურებული შემთვევა გვყავს. გუშინ მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა პროგნოზულად სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ მას მძიმე პნევმონია აქვს და დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს. არსებული კვლევებით მონაცემები ადასტურებს, რომ სიტუაცია საშუალოზე მძიმეა. როგორც ჩემთვის ცნობილია მისი წყაროების კვლევა გრძელდება და იმედია, რომ პირველწყაროს დადგენა რთული არ იქნება“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს