კახა შენგელიას IAUP-ის პრეზიდენტობის ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა

23 ივნისს, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) გენერალური ასამბლეის სხდომაზე, კახა შენგელიას IAUP-ის პრეზიდენტობის ვადა 1 წლით გახანგრძლივდა. სხდომა ონლაინ რეჟიმში პირველად ჩატარდა და მას ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც IAUP-ის პრეზიდენტი, გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, მე-4 წლით აირჩიეს.

IAUP-ის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც 2020 წლის აპრილში, თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ჩატარებულიყო, პანდემიის ფარგლებში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 2021 წლის აპრილში ჩატარდება და მას IAUP-ის წევრები მთელი მსოფლიოდან დაესწრებიან. აღნიშნული კონფერენცია საქართველოში გაიმართება და მას უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია უმასპინძლებს.

კახა შენგელია უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად 2017 წელს გენერალურმა ასამბლეამ აირჩია. ინაუგურაციის ცერემონიალი ჰოფსბურგის სასახლეში, ვენაში, ავსტრიაში გაიმართა. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ასოციაციას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. IAUP-ის არსებობის 55 წლიანი ისტორიის განმავლობაში კახა შენგელია ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტია.

IAUP მსოფლიოს უმაღლესი განათლების წარმომადგენელი უნივერსიტეტების აღმასრულებელი პრეზიდენტების/რექტორების ასოციაციაა. ასოციაციის წევრობა დაშვებულია მხოლოდ იმ უნივერსიტეტების პრეზიდენტების, რექტორებისა და ვიცე-კანცლერებისათვის, რომლებსაც აქვთ მოპოვებული რეგიონალური აკრედიტაცია. IAUP უნიკალური მსოფლიო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული გამოცდილების გაცვლას კონფერენციების, სემინარების, პუბლიკაციების საშუალებით. სწორედ ამ მიზნით, კახა შენგელია აღნიშნულ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, ის 3 წლის ვადით აირჩიეს, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, მისი ორგანიზაციის პრეზიდენტობა 1 წლით გახანგრძლივდა. მსგავსი ფაქტი IAUP-ის ისტორიაში პირველად მოხდა.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა