გიორგი რურუა - ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება - ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ

ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ, - ამის შესახებ „მთავარი არხის" ერთ- ერთმა მეწილემ გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ბრალდებულის განმარტებით, მისთვის წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და მას იარაღი „ჩაუდეს“.

ამასთან, რურუა სხდომაზე გამოეხმაურა წერილს, რომელიც მისი ადვოკატების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ევროპარლამეტარებს გაუგზავნა.

„ბატონო მოსამართლე, მინდა ვისაუბრო იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება ჩემზე და თქვენზე. მინდა უბრალოდ მაგალითი მოვიყვანო, მსოფლიოში, მადუროს ვენესუელას, ბელარუსის, რუსეთის, სირიის გარდა, პატიმარზე ამდენს სად ლაპარაკობენ მინისტრები, ქალაქის მერი და პარლამენტარები. არის თუ არა ეს პოლიტიკურად დაინტერესებული საქმე და არის თუ არა ეს პოლიტიკურად შეკერილი საქმე?

ბატონ კუჭავას რაღაც აბსურდული სისულელეები გაუგზავნია, რაზეც აუცილებლად გავცემ პასუხს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე არ ვარ დამნაშავე. ჩემ მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ“, - განაცხადა გიორგი რურუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან პოლიციის ის თანამშრომლები და გამომძიებელი, რომლებმაც შეადგინეს ოქმი და მიუთითეს, რომ ნივთების ამოღება ჩატარდა საკანში მშვიდ გარემოში, ხოლო ციხიდან ამოღებული ვიდეო სათვალთვალო კამერებით დასტურდება, რომ მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, ამის თაობაზე ოქმის შემდგენ პირებთან ექნებათ კითხვები.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო