ლევან კობერიძე - ეჭვი მაქვს, "ოცნების" ინტერესში შედიოდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ისე, რომ დაბრალებოდა "ევროპულ საქართველოს" და "ნაცმოძრაობას", ფინტაობაში ატარებენ დროს

მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ "ქართული ოცნების" ინტერესში შედიოდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ისე, რომ დაბრალებოდა "ევროპულ საქართველოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" და ასე ფინტაობაში ატარებენ დროს,- ამის შესახებ ფრაქცია " დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

"რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას", მე ამას დავარქვი პოლიტიკური ფინტაობა - რომ მატაობენ, ფინტაობენ და გოლი ვერ გააქვთ. გუშინ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენ ვალდებულება რომ ავიღეთ, დარბაზში არ შევედით, ისე გავაკეთეთ ზემოქმედებაო, ანუ დარბაზში არ შევიდნენ და კაშპიროვსკები არიან, აქედან ცდილობდნენ, რომ ჩვენ მწვანე ღილაკებზე დაგვეჭირა თითი. მდინარაძე გამოდის ბედნიერი 116 ხმა იყოო - ძალიან დიდი ბოდიში, ჩვენი გარანტირებული ხმა იყო 23. "ქართული ოცნება" ამ პროცესიდან ცდილობდა თავის დაძვრენას, მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ინტერესში შედიოდა ამის ჩაგდება ისე, რომ დაბრალებოდა "ევროპულ საქართველოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" და ასე ფინტაობაში ატარებენ დროს. რეალურად ჩვენი პოზიცია არის საკმაოდ მყარად დაფიქსირებული და არ აძლევს გასაქანს ამ ორ თანავარსკვლავედს რომ მათ გარკვეული პოლიტიკური ხრიკები აწარმოონ. იმის მტკიცება, რომ არ შედიხარ სხდომაზე და ისე ასრულებ ვალდებულებას ღილაკზე თითის დაუჭერლად, ეს საერთოდ ახალი სიმაღლეებია პოლიტიკური ტექნოლოგიის,"- განაცხადა კობერიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პოლიტიკურ ძალებს სავარაუდოდ, ფარული შეთანხმება აქვთ, რადგან რურუას შესახებ საუბარი იმ შეხვედრებზე, სადაც ისინი იყვნენ წარმოდგენილნი, არ ყოფილა.

"ერთმანეთში სადაც შეთანხმდნენ, ისევ შეიკრიბონ უკანა ეზოში სადღაც ეტყობა ისაუბრეს და იქ მოილაპარაკონ. ჩვენ ვიცით ერთი, რომ ეს კანონი სჭირდება ქვეყანას, რათა ხელისუფლების შეცვლა მოხდეს არჩევნების გზით, სადაც იქნება ხალხის ნება და სურვილი მაქსიმალურად ასახული. "ევროპულმა საქართველო" და "ნაციონალურმა მოძრაობა" რაღაც მოელაპარაკა "ქართულ ოცნებას", ეს იგივეა, თქვენ მოელაპარაკოთ კოლეგას, ნაყინი ვჭამოთო, ვერ შეჭამოთ ნაყინი და მე მომთხოვოთ, რომ ვერ ჭამეთ,"- აღნიშნა კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა