სომხეთის პარლამენტის ორ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პარლამენტში მმართველი ბლოკის ორ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მე კორონავირუსი მაქვს, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ, სიცხე ქვემოთ მიწევს. ამის შესახებ „NEWS.am“-ს სომხეთის პარლამენტის მმართველი ბლოკის „ჩემი ნაბიჯის“ წევრმა დეპუტატმა კრისტინე პოღოსიანმა განუცხადა.

მისი თქმით, შოკი განიცადა, რადგან ყოველთვის ძალიან ფრთხილობდა და დეპუტატებთან ბოლო პერიოდში ნიღბის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია.

კორონავირუსი გამოუვლინდა კიდევ ერთ დეპუტატს ამავე ბლოკიდან ვიქტორ ენგიბარიანს.

„გუშინ ჩავაბარე ტესტი, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. ჯანმრთელობის არავითარი პრობლემა არ მაქვს. სახლში თვითიზოლაციაში ვარ. როგორც ჩანს, რაღაც მომენტში უყურადღებოდ ვიყავი, არასათანადოდ ვიცავდი ყველა წესს. ყველას გთხოვთ - ატარეთ ნიღაბი და დაიცავით ყველა წესი. ამას შეუძლია გადაარჩინოს ადამიანთა სიცოცხლე, მათ შორის, თქვენთვის ახლობელი ადამიანების“, - წერს „ფეისბუკში“ სომხეთის პარლამენტის დეპუტატი.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს