„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ კონას ელექტრო ავტომობილებზე სპეციალური შეთავაზება მოქმედებს

„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ კონას ავტომობილებზე სპეციალური შეთავაზება მოქმედებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჰიუნდაი ავტო საქართველოდან“ აცნობეს, კონას 2020 წლის მოდელის შეძენის შემთხვევაში მომხმარებლებს საჩუქრად 7 კვტ-იანი დამტენი, ხოლო 2019 წლის მოდელის შეძენის შემთხვევაში დამტენი და 1 წლიანი დაზღვევა გადაეცემათ.

„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ კონა ორი მოცულობის 39 და 64 კილოვატიანი ელემენტებით არის წარმოდგენილი და ერთი დამუხტვით 480კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია. კონას ავტომობილების ელემენტებზე გარანტია 7 წლით ან 150 000 კმ გარბენით განისაზღვრება.

როგორც „ჰიუნდაიში“ აღნიშნავენ, კონასთან ერთად სპეციალური შეთავაზება მოქმედებს „სანტა ფე-ს“ და „ტუსანის“ 2019 წლის მოდელებზეც. ავტომობილებს მომხმარებლები 7000 ლარიანი ფასდაკლებით შეიძენენ და გარბენის შეუზღუდავად 5 წლიან გარანტიას მიიღებენ.

მომხმარებლებს სასურველი ავტომობილის გამოცდა ტესტდრაივითაც შეუძლიათ..ამისთვის საჭიროა მისწერონ ჰიუნდაი ავტო საქართველოს ფეისბუქ გვერდზე ან დაუკავშირდნენ სატელეფონო ცენტრს ნომერზე: 032 251 77 99

„პანდემიის შემდეგ, ჰიუნდაი ავტო საქართველო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს ხელსაყრელი პირობები და სიახლეები შევთავაზოთ. ჩვენი შოურუმი და სერვის ცენტრი მათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მოემსახურება-აცხადებენ ჰიუნდაი ავტო საქართველოში

ცნობისთვის, „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრზე მდებარეობს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა