დიმიტრი შაშკინის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, „სკოლებიდან, რეკეტით, 21 მილიონი ლარია წაღებული“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი, დიმიტრი შაშკინი განათლების სისტემაში არსებულ კორუფციულ სქემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, „სკოლებიდან, რეკეტით, 21 მილიონი ლარია წაღებული“.

შაშკინის თქმით, მოქმედებს სქემა, რომლიც მიხედვითაც „ვაუჩერის მეშვეობით სახელმწიფო განათლების სამინისტროს აძლევს ფულს, აფინანსებს სკოლებს, მერე მოდის კერძო კომპანია და ასე რეკეტით თითო სკოლიდან იღებს თანხას“.

„მიუხედავად განათლების სიტემაში 127 მილიონის სეკვესტრისა, ჩაგდებული ონლაინ სწავლებისა და მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში მასწავლებლები 15-15 ლარს აგროვებენ, რომ მოსწავლეებს ინტერნეტი ჩაურთონ, განათლების სამინისტრო წარმატებით მხოლოდ ერთ რამეს ახერხებს - ფულის კეთებას. როგორც „ქართული ოცნების“ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა თქვა, თუ როგორ იმართება ინსტიტუციები სხვადსხვა სქემებით, ზუსტად ასეთივე კორუფციული სქემებით იმართება განათლების სისტემა და ზუსტად ერთ-ერთ ასეთ სქემაზე გესაუბრებით ახლა.

ყველა საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ბუნებრივია აქვს ეკონომიკური საქმიანობა და სჭირდება ხელშეკრულებების, კონტრაქტების გაფორმება. აქედან გამომდინარე, მათ იურისტებიც სჭირდებათ. ჩემი მინისტრობის პერიოდში, სამინისტროში შექმნილი იყო სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც სკოლებს იურიდიულ საკითხებში ეხმარებოდა. 2013 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ ეს დეპარტამენტი დაშალა, და თქვა, რომ ამ საქმეს ბიზნესი უკეთ გააკეთებდა. ერთ-ერთ კომპანიას, ტენდერის გარეშე, 2200 სკოლამ დაუდო ხელშეკრულება. ერთდროულად დირექტორებმა ერთ კომპანიასთან დადეს ხელშეკრულება და თითო ეს ხელშეკრულება არის 150-200 ლარამდე ღირებულების. ახლა ეს თანხა გაამრავლეთ 2200 სკოლაზე, ესაა წელიწადში დააახლოებით 3 - 3.5 მილიონი ლარი. ესაა სკოლების რეკეტი. ანუ, ვაუჩერის მეშვეობით სახელმწიფო განათლების სამინისტროს აძლევს ფულს, აფინანსებს სკოლებს, მერე მოდის კერძო კომპანია და ასე რეკეტით თითო სკოლიდან იღებს თანხას. პერიოდულად ეს სქემა ფეთქდებოდა. ბოლო ასეთი აფეთქება იყო 2 წლის წინ, როცა განათლების სამინისტროში შევიდა კორუფციული სამსახური, ჩაატარეს ჩხრეკა და გვითხრეს რომ თემა მოგვარებულია. თუმცა ეს სქემა განაგრძობს მოქმედებას სხვა ადამიანების მონაწილეობით. შეიქმნა 3 კომპანია, რომელიც ამ დახმარებას ახორციელებს. სამივეს დამფუძნებელი და დირექტორი ერთიდაიგივე პირია. 21 მილიონი ლარია წაღებული 7 წლის განმავლობაში ამ კომპანიების საშუალებით. ესაა ის ფული, რომელიც სკოლებიდან რეკეტის მეშვეობით ამოიღეს და სახლში წაიღეს“, - აცხადებს შაშკინი.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა