ომბუდსმენი - კვლავ გამოწვევად რჩება გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი და პლურალური მედია გარემოს არსებობა

კვლავ გამოწვევად რჩება გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი და პლურალური მედია გარემოს არსებობა, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, საქართველოს შრომის კოდექსის, საერთაშორისო სტანდარტებისა და აჭარის ტელევიზიის შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა ტელეკომპანიის ჟურნალისტთა გათავისუფლება ან მათი სხვა პოზიციებზე გადაყვანა.

„კრიტიკული მედიის დევნის მცდელობის შესახებ კითხვებს ბადებს ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების სიმრავლე. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებში გამოიკვეთა, რომ ნაწილ სისხლის სამართლის საქმეებზე კითხვები არსებობდა წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით (ხაზარაძე ჯაფარიძე) ან წარდგენილი ბრალდება საერთოდ არ მიეკუთვნებოდა სისხლისსამართლებრივ სფეროს (გვარამია). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს დღემდე არ გამოუძიებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე. შეკრების თავისუფლების დაცვის საკითხები განსაკუთრებით აქტუალური იყო. წლის განმავლობაში არაერთი მანიფესტაცია, საპროტესტო აქცია, კონტრაქცია თუ პიკეტირება გაიმართა, რამაც აშკარა გახადა რომ სახელმწიფო არ მიმართავს სათანადო პრევენციულ ზომებს, რათა თავიდან აიცილოს განსხვავებული შეხედულებების ჯგუფებს შორის დაპირისპირება, შეკრებილ პირთა მხრიდან აღკვეთოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. მაშინ, როცა ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციულ და გაუმართლებელ ძალასაც კი იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. აქვე უნდა აღინიშნოს არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე თუ დამოუკიდებლად მოქმედ აქტივისტთა წინაშე არსებული გამოწვევები, როგორიცაა დისკრედიტაცია, ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმა, დაშინება და სხვ. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ ექცევიან ქალთა და ლგბტ+ თემის წარმომადგენლების უფლებადამცველები“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო