კარლ ჰარცელი - ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმებაზე პასუხისმგებლობის აღება მასში მონაწილე ყველა მხარის მიერ მოხდება

ვიმედოვნებ, რომ ამ შეთანხმებაზე პასუხისმგებლობის აღება მასში მონაწილე ყველა მხარის მიერ მოხდება, რათა შეიქმნას ნდობა და საარჩევნო კამპანიაც უფრო მეტად ჯანსაღ და კონკურენტულ გარემოში წარიმართოს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებამდე ჯერ კიდევ 4 თვეა დარჩენილი და შეთანხმების ფასილიტატორები მონიტორინგის პროცესს განაგრძობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ მისი პირობები სრულდება.

„რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებებს, მის შესრულებას უფრო მეტი დრო აქვს, ვიდრე უბრალოდ ეს ხმის მიცემის პროცესია. პასუხისმგებლობა, რომელიც აღებული იქნა 8 მარტს, შეეხებოდა ჯანსაღი გარემოს შექმნას არჩევნებისთვის და იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებამდე ჯერ კიდევ 4 თვეა დარჩენილი, ჩვენ, ფასილიტატორები მონიტორინგის პროცესს გავაგრძელებთ, თუ რამდენად სრულდება შეთანხმების პირობები და ვიმედოვნებ, რომ ამ შეთანხმებაზე პასუხისმგებლობის აღება შეთანხმებაში მონაწილე ყველა მხარის მიერ მოხდება, რათა შეიქმნას ნდობა და საარჩევნო კამპანიაც უფრო მეტად ჯანსაღ და კონკურენტულ გარემოში წარიმართოს,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს