GITA 17 კურსზე წვდომას ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმას ESx.ge-ს უხსნის

მსოფლიოში ცნობილი edX-ის ბაზაზე შექმნილი განათლებისა და მეცნიერების ქართულ პლატფორმას ESx.ge–ს 17 ახალი კურსი დაემატება, რომელზე წვდომასაც მას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სთავაზობს. GITA-ს მიერ შეთავაზებულ კურსებს შორისაა, დღეს ყველაზე მოთხოვნადი ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: პროექტების მართვა, ელექტრონული კომერცია, ელექტრონული ბიზნესი და კიდევ არაერთი პროექტი.

"GITA - ს მხარდაჭერითა და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ინიციატივით შეიქმნა ონლაინ კურსები პროგრამირების, პროექტ მენეჯმენტის, ელექტრონული კომერციის, ციფრული წიგნიერების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით. კურსები ამჟამად განთავსებულია ვებგვერდზე TRAININGS.GOV.GE. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ონლაინ განათლების პლატფორმების არსებობას და მათზე ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობას. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პლატფორმა - ESx.ge –ს გამოჩენა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აღნიშნულ პლატოფრმას და ჩვენი ონლაინ კურსების ESx.ge –ზე ინტეგრაციას მოვახდენთ. 17 კურსი სრულად უფასოდ ხელმისაწვდომი გახდება ESx.ge –ზე," – აცხადებენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.

თავად პლატფორმა ESx.ge სექტემბრიდან 30–ზე მეტი ახალი, საერთაშორისო კურსით დაიწყებს ფუნქციონირებას. ინოვაციების, ტექნოლოგიების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიური სამართლის, ციფრული მედიის და სხვა მრავალი ინდუსტრიის შესახებ, ვიდეო გაკვეთილების და ლექციების, რიდერების, პრეზენტაციების, სამეცნიერო პუბლიკაციების, პოდკასტების და სხვა სახით ხდება ხელმისაწვდომი.

პლატფორმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა. BTU სტუდენტებს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მაღალი სტანდარტების განათლებას სთავაზობს. ეს არის მოწინავე უნივერსიტეტი ონლაინ განათლების პლატფორმებით. ESx.ge კი უნივერსიტეტის ერთ–ერთი პროექტია, რომელიც ქვეყანაში ონლაინ განათლების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.

„განათლების ონლაინ რეჟიმში გადასვლა შეუქცევადი პროცესია, რაც მსოფლიო პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. საგანმანათლებლო სფეროსთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა და აქ საუბარია არა მხოლოდ უმაღლეს განათლებაზე, არამედ ზოგად და პროფესიულ განათლებაზეც, სხვადასხვა სატრენინგო კურსებზე. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გაჩნდა საერთაშორისო ბაზარზე უკვე მიღებული და მოწინავე სისტემა, რომელზეც დაშენდა ქართული პლატფორმა. მასალებსა და კურსებს წარადგენენ მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები და გამომცემლობები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები. ESx.ge-ს სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტებულია აქტიური, საერთაშორისო დონის მეცნიერებისგან, რომლებიც განსაზღვრავენ პლატფორმის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოლიტიკას, თემატიკას და სტანდარტს. ამჯერად განსაკუთრებული სიახლე გვაქვს და 17 ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან კურსზე წვდომას GITA გაგვიხსნის. ასე ერთობლივად შევძლებთ, საქართველოში ონლაინ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს,“ – განმარტავს ­ESx.ge–ის პარტნი­ო­რის, BTU AI–ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი.

კურსებზე სწავლა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა