სასამართლომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" ბრალდებული მეწილე გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა.თუმცა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"ბატონო მოსამართლე, უკანონო პატიმარი ვარ, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩემს მიმართ",- განაცხადა სხდომაზე გიორგი რურუამ.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ბრალდების მხარე გიორგი რურუას კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, რურუას მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დიდია და მიაჩნიათ, რომ გირაოს შეფარდება საფრთხის შემაკავებელი ვერ იქნება.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს