სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, მედპერსონალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ, განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სიუჟეტში მონაწილე პირების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, მათი ინტერვიუები იყო დამონტაჟებული, კერძოდ, მათ ჟურნალისტს განუცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, მედპერსონალის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სიკვდილის მიზეზად კორონავირუსის დასახელების თაობაზე.

“2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც მოსახლეობის დეზინფორმირების მიზნით სიცრუეზეა აგებული. კერძოდ, მასში საუბარია თითქოსდა მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, მედპერსონალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას (3000-დან 10 000 ლარამდე) სთავაზობენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ, საბოტაჟის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ის პირები, რომელთა ინტერვიუებიც, ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” „შაბათის მთავარში“ გააშუქა. მოქალაქეებმა, რომლებიც სიუჟეტში არიან ნაჩვენები, გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში, მათი ინტერვიუები იყო დამონტაჟებული, კერძოდ, მათ ჟურნალისტს განუცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, მედპერსონალის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სიკვდილის მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების თაობაზე, მიუხედავად აღნიშნულისა, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მოახდინა მათი აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუების შეგნებულად არასწორი თარგმანი და მოახდინა ფაქტების დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციით გაშუქება, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს დიდი უკმაყოფილება და მოითხოვეს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება.

გამოძიებით გამოიკვეთა, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, ცალკეულ დაინტერესებულ ჟურნალისტებზე დაყრდნობით, მოამზადა დეზინფორმაციული შინაარსის სიუჟეტი, რომლის მიხედვით თითქოსდა ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან დაკავშირებას და მათთვის თანხის შეთავაზებას, იმისათვის რომ მათ განეცხადებინათ, თითქოს მათი ოჯახის წევრი გარდაიცვალა ვირუსის შედეგად. აღნიშნული ქმედებით ტელეკომპანია „მთავარი არხი“, ერთი მხრივ შეეცდებოდა ხელისუფლების დისკრედიტაციას და დაადანაშაულებდა მას მიზანმიმართულ უკანონო ქმედებაში, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებაში დათესავდა დაუცველობის განცდას და მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების გზით, უარყოფით ზემოქმედებას მოახდენდნენ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა მათ სამართლიან პროტესტს და ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

გამოძიება ინტენსიურად გრძელდება საბოტაჟის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე გადაწყდება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს