აბიტურიენტების მიმართ, რომელთაც სახელოვნებო, სასპორტო, ან სამხედრო უმაღლეს დაწესებულებაში ჩარიცხვა სურთ, დაწესებულებების მიერ შესაბამისი კონკურსის ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა მოიხსნება

იმ აბიტურიენტის მიმართ, რომელსაც 2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელოვნებო, სასპორტო, ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა სურს, მოიხსნება ამავე დაწესებულებების მიერ შესაბამისი კონკურსის ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (79 მომხრე) „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

ამჟამად მოქმედი კანონით, აბიტურიენტი, რომელსაც სახელოვნებო, სასპორტო, ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა სურს, ვალდებულია ეროვნულ გამოცდებზე გასვლამდე, ამავე დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსზე გავიდეს. წარმოდგენილი კანონპროექტით კი 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ აბიტურიენტის მიმართ ეს წინაპირობა აღარ იმოქმედებს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებები განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კოვიდ19-ის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეფერხდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე მომზადებისა და ჩატარების პროცედურები.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და ნუკრი ქანთარია არიან.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ