ქერჩის N6 კორპუსის მიმდებარედ გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, შიდა ეზოს მოწესრიგების სამუშაოები ქერჩის N6 კორპუსთან სრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს ,,ახალი ჯგუფი“ ახორციელებს, 52 000 ლარი არის გათვალისწინებული. აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობაც განახორციელა.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს