გიორგი კანდელაკის განცხადებით, იმ ქვეყნების სიის გამოქვეყნებამდე, რომელთაც ევროკავშირი საზღვარს უხსნის, მთავრობის მიერ 1 დღით ადრე მიღებული გადაწყვეტილება რეგულარული ფრენების გაუქმებაზე, ლოგიკას მოკლებულია

„ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ევროკავშირის მიერ იმ ქვეყნების სიის გამოქვეყნებამდე, რომელთაც საზღვარს უხსნის, საქართველოს მთავრობის ერთი დღით ადრე მიღებული გადაწყვეტილება რეგულარული ფრენების გაუქმების შესახებ, ლოგიკას არის მოკლებული.

კანდელაკი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს.

„დღეს ევროკავშირმა უნდა გამოაქვეყნოს იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც იგი უხსნის საზღვრებს პირველი ივლისიდან. გუშინ „ევრონიუსმა“ და სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნეს მათ მიერ მოპოვებული ეგზემპლარი, რომელშიც საქართველო ფიგურირებს. ამ ფონზე სიის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მთავრობის მიერ ყველა რეგულარული ფრენის გაუქმება ერთი თვის ვადით, ჩვენი აზრით არის როგორც მინიმუმ გაუგებარი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, ბიზნესი სულმოუთქმელად ელოდა ფრენების გახსნას.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ეკონომიკის გაწირვას, ბევრი ადამიანის შემოსავლის გარეშე დატოვებას. ამასთან, ფრენების გაუქმება ეხება ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მათ შორის, იმ ქვეყნებსაც, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, ბალტიის ქვეყნებს მაგალითად, პოლონეთს. ასე რომ, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის როგორც მინიმუმ გაუგებარი და აუცილებლად უნდა გაკეთდეს განმარტება, რა ლოგიკაა იმაში, რომ მანამ, სანამ ევროკავშირი გამოაქვეყნებს თავის სიას, ჩვენ ევროკავშირს ვეუბნებით, რომ არც ისე ძალიან გვინდა ამ სიაში ყოფნა,"- განაცხადა კანდელაკმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს