ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილიც არის

ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის მამის, რამაზ ტატიაშვილის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს შორის, მისი შვილიც არის. აღნიშნული ინფორმაცია რამაზ ტატიაშვილმა „პალიტრანიუსთან“ საუბრისას დაადასტურა.

„დაფიქსირებულია კამერების ჩანაწერები, სადაც გიგა არც აგარაკზე არ ჩხუბობს, არც მაგისტრალზე, გიგამ დაუძახა ყველას გაჩერდით, პატრული მოდისო, ამის შემდეგ თავი დაანებეს და წამოვიდნენ, ყველაფერი დაფიქსირებულია, როგორი სუფთაც გიგა არის, ასეთი სუფთა არავინ არ არის, დიახ იმ 17 პირთან ერთად გიგაც დააკავეს. რას ედავებიან არ ვიცი“ - აღნიშნა რამაზ ტატიაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ტატიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის დაკავებული, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას, მასში მონაწილეობას.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება