ირაკლი მეზურნიშვილი - პანდემიის გამო ქვეყანას მოუწია დამატებით ვალის აღება მოქალაქეების დახმარების მიზნით

„პანდემიამ სრულად შეცვალა როგორც მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზი, ასევე ჩვენი პროგნოზებიც თავდაყირა დააყენა და ჩვენ მოგვიწია სოლიდური ვალების აღება, რათა პირველ რიგში დავხმარებოდით იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ყველაზე მეტად გაუჭირდა ამ პანდემიის დროს“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია წლიური ანგარიშს წარადგენს.

დეპუტატი დაინტერესდა საგარეო და საშინაო ვალების საკითხით და ამ მიმართულებით ხელისუფლების გეგმებით, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კიდევ მეტად გავიმყაროთ ის მტკიცე პოზიციები საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რაც ბოლო წლების განმავლობაში ცალსახად ჰქონდა ჩვენს ქვეყანას.

ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, 2020 წლის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ საკმაოდ პოზიტიური პროგნოზები იყო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიმართულებით, ქვეყანას ჰქონდა გეგმა საგარეო ვალის დაახლოებით 10%-იან შემცირებაზე.

„საგარეო და საშინაო ვალებთან დაკავშირებით დღეს საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა მიდის და მე მსურს გთხოვოთ, დაგვანახოთ, რა სურათია ამ მიმართულებით, რამდენად შეიცავს ეს მიმართულება გარკვეულ რისკებს, რადგან მასტეხტის ხელშეკრულების თანახმად, ევროპაში არის გარკვეული სტანდარტი - ეს არის 60% საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და რამხელაა ის რისკი, რომ ჩვენ ეს საკითხი შემდეგი წლების განმავლობაში დავარეგულიროთ და კიდევ მეტად გავიმყაროთ ის მტკიცე პოზიციები საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რაც ბოლო წლების განმავლობაში ცალსახად გვქონდა“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა